|
2025-04-03 13:57:11, 693 ნახვა
მსოფლიო
მარკ რუტე - უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების შემდეგაც, რუსეთი ნატო-სთვის საფრთხედ დარჩება
უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების შემდეგაც, რუსეთი ნატო-სთვის საფრთხედ დარჩება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა. მისი თქმით, ეს საფრთხე ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის კიდევ მრავალი წელი იარსებებს. როგორც რუტემ აღნიშნა, ალიანსმა უნდა დაგეგმოს, როგორ დაიცავს მის ტერიტორიებს რუსეთისგან. „2032 წლისთვის ყურადღების ცენტრშია, როგორ დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიები რუსებისგან, ჩვენი გრძელვადიანი საფრთხისგან, რომელიც შენარჩუნდება მას შემდეგაც, რაც გაფორმდება შეთანხმება უკრაინასთან“, – განაცხადა მარკ რუტემ. ამასთან, რუტე ადასტურებს, რომ აშშ რჩება ალიანსის საიმედო პარტნიორად და აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილია ამერიკელების მოლოდინის შესახებ, რომლებიც ელოდებიან, რომ ევროპელები და კანადელები უფრო მეტს გაიღებენ თავდაცვითი ხარჯებისთვის. მისი თქმით, ეს აუცილებელია არა მხოლოდ რუსული საფრთხეების, არამედ ჩინეთის მიერ ბირთვული შეიარაღების გაძლიერების, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის გამოც.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)