|
2025-04-02 17:05:52, 1008 ნახვა
ეკონომიკა
Forbes Books-მა პირველად, ქართველი მენეჯერის ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა
Forbes Books-მა, გამომცემლობამ რომელიც ცნობილია მსოფლიოში გამორჩეული ლიდერული ისტორიების პოპულარიზაციით, რამდენიმე დღის წინ თამარ გახარიას ავტობიოგრაფია წიგნის სახით გამოსცა – „The Blitz: საქართველოს შვილის აღმასვლა ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე პოსტსაბჭოთა ეპოქაში“. თამარ გახარია მსოფლიოს მასშტაბით რვა პროფესიონალს შორის მოხვდა, რომლებიც Forbes Book -მა გამოცემისთვის შეარჩია. თამარის ისტორია აღწერს სოციალური ცვლილებებითა და პირადი გამოწვევებით აღსავსე რთულ გზას, რომელმაც ის პროფესიულ წინსვლამდე, მსხვილ ბიზნესში წარმატებამდე და საკუთარი თავის შეცნობამდე მიიყვანა. საქართველოს ეკონომიკაში დიდი წვლილის შემტანი - უმსხვილესი ჰოლდინგი აქტივებითა და თანამშრომლების რაოდენობით, “სიბიეს ჯგუფი” აერთიანებს ისეთ საკვანძო სექტორებს, როგორებიცაა ენერგეტიკა, კომუნიკაციები, ტრანსპორტი, უძრავი ქონება, ახალი ტექნოლოგიები და სტარტაპები. ფინანსური დირექტორის რანგში თამარ გახარია ერთერთ მთავარ როლს ასრულებს „სიბიეს ჯგუფის“ წარმატებაში, პოზიციაზე რომელიც 25 წლისამ დაიკავა. თამარის ისტორია სიმტკიცის და შეუპოვრობის შესანიშნავი მაგალითია, რაც განსაკუთრებულად აქტუალურია ქალებისა და დამწყები ლიდერებისათვის მთელ მსოფლიოში. „The Blitz“-ში ავტორი საუბრობს საკუთარ პირად და პროფესიულ გამოცდილებაზე, დაწყებული რთული ბავშვობიდან, რომელიც განვლო პოსტსაბჭოთა საქართველოს არასტაბილურ პირობებში, გაგძელებული მძიმე გამოწვევებით ზრდასრულ ასაკში და დასრულებული მისი ამჟამინდელი პოზიციით. ეს ისტორია მკითხველს ემოციური ამბებისა და პრაქტიკული ასპექტების კომბინაციით აჩვენებს იმ ძალასა და ამბიციას, რომლებმაც განსაზღვრეს როგორც თამარის პიროვნული ზრდა, ასევე თანამედროვე საქართველოს განვითარება. „Forbes Books-ის მიერ ჩემი წიგნის გამოცემა წარმოუდგენლად დიდი პატივია“, – განაცხადა თამარ გახარიამ. „ჩემი ისტორიის გაზიარებით მსურს შთავაგონო და გავაძლიერო სხვა ქალები და ლიდერები მთელს მსოფლიოში, რადგან დარწმუნდნენ, რომ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო „სიბიეს ჯგუფის“ არაჩვეულებრივ გუნდს, მათი უზარმაზარი მხარდაჭერისთვის, როგორც ჩემი პროფესიული ზრდის თვალსაზრისით, ისე მოცემული წიგნის შექმნის პერიოდში. საკუთარი შეუპოვრობისა და მიზანდასახულობის გარდა, თითოეული ჩვენგანის წარმატებაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ გვიდგას გვერდში”. „The Blitz“ უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ მთელს მსოფლიოში - Amazon, Barnes & Noble, BAM!, BBookshop, Hudson Booksellers, Pochlight და წიგნის მაღაზიებში აშშ- ში, ხოლო საქართველოში ფიზიკურად წიგნის შეძენა რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციისთვის გამოგვყევით ჩვენს გვერდებზე სოციალურ მედიაში:
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)