|
2025-04-02 14:01:04, 986 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და გამარჯვებამდე მივიდეს
ჩვენი ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და გამარჯვებამდე უნდა მივიდეს-ჩვენი ამოცანაა სიმტკიცე, უკან არ დახევა! ჩვენი ერთობის ძალიან ეშინიათ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც სააკაშვილი აცხადებს, მან ხალხს მოუტანა სახელმწიფოებრიობა, რაც მისივე განმარტებით, „ჩვენი დამპყრობლის მიერ დასჯადი ქმედებაა“. „რაც არ უნდა იყოს, როგორ არ უნდა გააკეთონ. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და გამარჯვებამდე უნდა მივიდეს. ვიბრძვით რათა გამარჯვება მოვიპოვოთ. მე ხალხს მოვუტანე სახელმწიფოებრიობა, ეს ჩვენი დამპყრობლის მიერ დასჯადი ქმედებაა. ჩვენი ამოცანაა სიმტკიცე, უკან არ დახევა. ჩვენი ერთობის ძალიან ეშინიათ. ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა. მინდა, მადლობა ვუთხრა ბევრ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, არა მხოლოდ ჩემი პარტიიდან“, - განაცხადა სააკაშვილმა. ამასთან, მისივე თქმით, „თუ ვინმე იძახის რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ეს მათ სინდისზე უნდა იყოს“. „ჩვენმა ხალხმა კარგად იცის ვინ არის მთავარი საფრთხე ამ რეჟიმისთვის, ვისი ეშინიათ ყველაზე მეტად“, - აღნიშნა სააკაშვილმა. გარდა ამისა, მან “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს არანაირი კანონიერი საგამოძიებო კომისია არ ჰყავს. „სპეციალურად მოხდა პროცესების გადაფარვა, ხაზარაძე-ჯაფარიძის და ჩემი, რათა ხალხამდე სიმართლე არ მივიდეს. ამ დღეებში პირდაპირ ეთერში მიმდინარე სამშობლოს ღალატის მომსწრე ვართ. საგამოძიებო კომისიის ფორმატი არის ჩემი მოგონილი, როდესაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. ახლა საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს, თვითგამოცხადებული ორგანოა, არანაირი კანონიერი საგამოძიებო კომისია არ ჰყავს. ოლიგარქმა შეასრულა თავისი დანაპირები, რომელიც გასულ წელს, აპრილში რუსთაველზე გამოსვლის დროს თქვა, ის ემზადება ბოდიშის მოსახდელად, ასრულებს იმ დანაპირებს რაც მისცა ჩვენს დამპყრობელს, რუსეთს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)