|
2025-04-02 13:24:53, 792 ნახვა
ეკონომიკა
შესაძლებლობები ღიაა, რომ განვითარების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად
საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება (CSR) მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ადამიანებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით, CSR-ი განათლების, ბიზნესების განვითარების მხარდაჭერისა და დასაქმების მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. ბანკის ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე csr.bog.ge ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკის პორტფოლიო ისეთ ინიციატივებს მოიცავს, როგორებიც არის: ბიზნეს 360° ბიზნესებისთვის შესაძლებლობების 360°-ით აღმოსაჩენად, საქართველოს ბანკმა ერთიანი სივრცე - ბიზნეს 360° შექმნა. პლატფორმა თავს უყრის ბიზნესშეთავაზებებს, სექტორულ კვლევებს, ბიზნესკურსებს, პროგრამებსა და შეხვედრებს, მათ შორის, სპეციალურად მეწარმე ქალებისთვის შექმნილ შესაძლებლობებს. ამასთან, იძლევა ინფორმაციას მიმდინარე და დასრულებული ბიზნეს ღონისძიებების შესახებ ბლოგებისა თუ სხვა საინტერესო მასალების სახით, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. Businesscourse.ge ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის, საქართველოს ბანკმა საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge შექმნა. პლატფორმა აერთიანებს დარგის სპეციალისტების ბიზნესკურსებს ბიზნესსფეროს აქტუალურ და საინტერესო თემებზე. კურსზე წვდომა დაინტერესებული პირებისთვის თავისუფალია. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკის ბიზნესისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, ქალი ლიდერების მხარდასაჭერად შექმნილი პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესის და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება. პროგრამის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების პარტნიორია EFSE Entrepreneurship Academy. ქართული სტუმარმასპინძლობის სეგმენტის მხარდასაჭერად საქართველოს ბანკი, პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს სტუმარმასპინძლობის სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესების, რესტორნების, კაფეების და ბარების განვითარებას და უზრუნველყოფს აღნიშნული ბიზნესების ფინანსურ დახმარებას. SMEDA - მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, SMEDA ხელს უწყობს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესების, ასევე მცირე მეწარმეების განვითარებას. პროგრამა უზრუნველყოფს: მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას პროდუქციის გაყიდვების სტიმულირების, კონსულტაციების და გამოფენა-გაყიდვის მოწყობის მიმართულებით. ბიზნეს ღონისძიებები რეგიონებში ბიზნესის სფეროში განათლების მისაღებად, ახალი ცოდნის გასაზიარებლად, საინტერესო მენტორებთან შესახვედრად - საქართველოს ბანკი ყოველწლიურად გეგმავს ყოველთვიურ შეხვედრებს ქალ მეწარმეებთან, რეგიონულ ბიზნესებთან, ატარებს სექტორულ ვორქშოფებს, რომლის შესახებაც სრული ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს ეტაპობრივად business360.ge-ზე შეუძლიათ. საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზეc sr.bog.ge
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)