|
2025-04-02 10:19:49, 820 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2025 წლის განათლების პროექტების მხარდამჭერია
ბაზისბანკსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 17 წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება, რომლის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ახალი თაობის განათლების მხარდაჭერის მიმართულებით: • ილიაუნის მაგისტრების განათლების დაფინანსება და ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების სტაჟირება და დასაქმება ბანკში; • სტუდენტების პერსონალური კომპიუტერებით უზრუნველყოფა; • უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვა; • „პასკალის პრემიით“ ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოება; • „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სასტიპენდიო პროგრამები; • ყოველწლიურად, პირველკურსელთა მიღების ცერემონიისა და კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამოების ორგანიზების ფინანსური მხარდაჭერა. 29 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. აბიტურიენტები გაეცნენ ილიაუნის მისიასა და ღირებულებებს, მიიღეს ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების, გაცვლითი პროგრამებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. ღია კარის დღეზე გამოვლინდა ფოტოკონკურსის „ჩემი დამოუკიდებელი არჩევანი“ გამარჯვებული, რომელსაც ბაზისბანკისგან საჩუქრად პროფესიონალური ფოტოკამერა Canon EOS 2000D გადაეცა. კონკურსის მიზანი იყო პროფესიის შერჩევისას დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მნიშვნელობის ასახვა ერთ კადრში. გამარჯვებულის ფოტოკამერის ფოკუსში ფსიქოლოგის პროფესია მოხვდა. 2025 წლიდან ბაზისბანკისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობა კიდევ ინტენსიური გახდება და ახალი თაობის განათლების მხარდაჭერისა და წახალისების მიმართულებით ახალ მასშტაბებს მიაღწევს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)