|
2025-04-01 14:08:21, 1002 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ Euromoney-ს ორი ჯილდო მოიპოვა
ზედიზედ მეორედ, Euromoney-ს გამომცემლობამ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა High-Net-Worth მომხმარებლებისთვის. ამასთან, გამომცემლობამ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებას საუკეთესო ციფრული გადაწყვეტებისთვის მეორე ჯილდოც გადასცა. Euromoney-ს ჟიურის შეფასებით, საქართველოს ბანკის მიერ პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი ციფრული საბანკო პროდუქტები და სერვისები სრულად ერგება მათ სურვილებსა და საჭიროებებს, რომლებიც ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, მუდმივად იცვლება. საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, ისარგებლონ პირადი ბანკირის, კონსიერჟის, პირადი ბროკერის სერვისებით. მობილბანკის, ინტერნეტ ბანკინგის თუ იმეილ საბანკო სერვისების მეშვეობით განახორციელონ ტრანზაქციები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, მართონ საკუთარი ფინანსური აქტივები, ქასთოდი პროფილები და ჰქონდეთ პირდაპირი კავშირი პირად ბანკირთან. „მოხარული ვარ, რომ უკვე ორი წელია საქართველოს ბაზრის ერთპიროვნული ლიდერები ვართ პრემიალური საბანკო მომსახურების კუთხით High-Net-Worth მომხმარებლებისთვის. განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს არა მხოლოდ ამ წოდების მიღება, არამედ შემდგომ მისი შენარჩუნება წლების მანძილზე. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა გუნდმა ამ ამოცანასაც თავი გაართვა, რაც ხაზს უსვამს, რომ ჩვენ არ ვჩერდებით, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და მუდმივად ვამატებთ და ვაუმჯობესებთ ჩვენს მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებულ შეთავაზებას. Euromoney-ისგან, როგორც დამოუკიდებელი მხარისგან, მიღებული აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რაოდენ უპირატესია საქართველოს ბანკის მომსახურება ადგილობრივ ბაზარზე“, - აღნიშნავს თეონა ბერია, დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი. უკვე 20 წელზე მეტია, Euromoney-ს ჟიური ყოველწლიურად საუკეთესო პრემიუმ საბანკო სერვისებისა და მომსახურების მიმწოდებელ ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს მთელი მსოფლიოდან. მკვლევრები და გამომცემლობის რედაქციის წევრები კი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგის მქონე ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებენ. თითქმის 20 წელია, საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება ყოველდღიურად ზრუნავს საკუთარი მომხმარებლებისთვის ინოვაციური, მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შექმნაზე.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)