|
2025-03-31 13:03:16, 827 ნახვა
სამართალი
საია აქციებზე დაკავებულთა სისხლის სამართლის საქმეებზე გამოკვეთილ პრობლემებს აფასებს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, აქციებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცესებზე შემდეგი სახის პრობლემები იკვეთება - მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, არსებითი განხილვისთვის საქმის გადაცემა, პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი, საჯაროობის პრინციპის უგულებელყოფა, საია ასევე საგანგაშოდ აფასებს ყოველგვარ მცდელობას შეიზღუდოს საჯაროობა სისხლის სამართლის სხდომებზე. "საია აკვირდება აქციებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცესებს. საიას ცნობით, ამ ეტაპისთვის აქციების კონტექსტში დაკავებულ პირთა საერთო რაოდენობა (მათ შორის, რუსულ კანონთან დაკავშირებული პროტესტის დროს - 2024 წლის გაზაფხულზე, დაკავებული პირების ჩათვლით) 64-ია. მათგან რუსული კანონის პროტესტისას დაკავებული ათივე პირის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულებულია, ყველა მათგანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ათიდან რვას ე.წ. საპატიმრო სასჯელი - ვადიანი თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 1 ამ დროისთვის აქციების კონტექსში ბრალდებულთა უმრავლესობა, რომელთაც პირველივე ეტაპზე პატიმრობა შეეფარდა (46 პირიდან 40) პატიმრობაში რჩება. ამ საქმეებმა გაიარა წინასასამართლო სხდომის ეტაპი და ყველა საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის ეტაპზე სასამართლო ძირითადად წყვეტს შემდეგ საკითხებს: 1) განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე, ასევე, 2) წყვეტს არსებითი განხილვისთვის საქმის გადაცემის საკითხს. ამასთან, თუ ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული, 3) მოსამართლე ვალდებულია პირველივე წინასასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ". - წერია განცხადებაში. სწორედ ამ საქმეებთან მიმართებაში საია 4 ძირითად პრობლემას განიხილავს, რომელიც მიმდინარე პროცესებზე გამოიკვეთა: მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, არსებითი განხილვისთვის საქმის გადაცემა, პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი და საჯაროობის პრინციპის უგულებელყოფა. ასოციაციის განცხადებით, სხვადასხვა მოსამართლეს შესაძლოა, ჰქონდეს განსხვავებული სამართლებრივი შეხედულებები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, თუმცა ცალსახაა, რომ აქტივისტების საქმეებზე მოსამართლეების გადაწყვეტილებები ყოველთვის აქტივისტების წინააღმდეგაა მიმართული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ საქმეებში პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივები იკვეთება.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)