2025-03-30 12:56:07, 734 ნახვა
მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი - რუსეთი დარჩება საფრთხედ, ვიდრე მას ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს
![]() რუსეთი დარჩება საფრთხედ, ვიდრე მას ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა. პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი განსაზღვრავს ძალთა ბალანსს ევროპის კონტინენტზე და ასევე უსაფრთხოების განცდას. სიკორსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დღეს არის სისხლიანი დიქტატურა, რომელსაც ჰყავს უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარი, ვიდრე საბჭოთა კავშირს ჰყავდა. „ვფიქრობ, ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რას გააკეთებს ჩვენი დიდი მეზობელი რუსეთი, სანამ ამ ქვეყანას სათავეში ვლადიმერ პუტინი უდგას. რუსეთმა ააგო ტვინის გამორეცხვის იდეოლოგია იმპერიის დაბრუნების შესახებ. ამიტომ, რუსეთი ამ ხელმძღვანელობით და ამ სახელმწიფო იდეოლოგიით იქნება საფრთხე მანამ, სანამ მას ეს ხელმძღვანელობა ეყოლება“, – აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ფედერაციასთან ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია უკრაინის არმიაა. სიკორსკიმ ასევე ისაუბრა პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე, რომელიც განიხილავს მომავალში უკრაინაში „შემაკავებელი ძალების“ შესაძლო განთავსებას. სიკორსკის თქმით, პოლონეთი კოალიციაში იქნება, მაგრამ უკრაინაში ფიზიკურად არ იქნება წარმოდგენილი. „უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე დიდი, საუკეთესო გარანტია არის მამაცი და კარგად აღჭურვილი უკრაინული არმია. ჩვენ მხარეს არის ევროპაში ყველაზე დიდი არმია და მას აქვს ამ ახალი ტიპის ომის წარმოების გამოცდილება მილიონობით უპილოტო თვითმფრინავის მონაწილეობით“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
სამხედროები და 2008 წლის ომის ვეტერანები ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ
![]() როგორ ასრულებს წულუკიანის ე.წ კომისია კრემლის დაკვეთას - მხოლოდ ფაქტები
ომი უკრაინაში![]() ლატვია უკრაინას 1 500 საბრძოლო დრონს გადასცემს
![]() რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
|