11:39 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 14:56:57, 688 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - რატომ ვუსმენთ საერთოდ ბიძინას დადგმულ შოუს წულუკიანის შესრულებით?

მორიგ ჯერზე ვეხვევით „ოცნების“ პროპაგანდისტულ მახეში. რატომ ვუსმენთ საერთოდ ბიძინას დადგმულ შოუს წულუკიანის შესრულებით?, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

ხოშტარია საქართველოს პარლამენტში მიმდინარე „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომებს გამოეხმაურა.

„აი, რომ ვუსმენთ რა ინფორმაციის მიღებას ემსახურება? რუსები არიან და როგორც რუსებს შეეფერებათ, მედვედევის პოზიციით ლაპარაკობენ. ახალია რამე? წულუკიანი რამის მკადრებელი არაა? რომ ვუსმენთ, რას ვიგებთ? წარმოიდგინეთ, მათი სრული იგნორი და არგაშუქება რას დამართებდა, იბურტყუნონ ოთახში, კიდევ სტატუსებს ვუძღვნით შინაარს, დედა ეს როგორ იკადრა. ყველაფრის მკადრებლები არიან და ეს ახალი არაა. დავუბრუნდეთ ჩვენს დღის წესრიგს“, – წერს ელენე ხოშტარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
გამოავლინეს ვალუტის გადამცვლელი 15 უკანონო პუნქტი, დაკავებულია 9 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics