2025-03-28 14:42:46, 561 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - საგამოძიებო კომისიაზე ბატონ გახარიასაც მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა
![]() „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის ინფორმაციით, წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის კითხვებზე პასუხის გაცემა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიასაც მოუწევს. მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ გიორგი გახარიამ რამდენიმე თვის წინ „ტვ პირველის“ ეთერში არასახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. დეპუტატის განმარტებით, გახარია აცხადებდა, რომ „მათი პირველი ფაზა იყო, რომ 20 იანვრამდე რევოლუციით ჩაენაცვლებინა „ქართული ოცნება“ და თუ ეს არ გამოუვიდოდათ, შემდეგი ფაზა იქნებოდა თამაშში ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია შემოეყვანათ“. „ყველა პარტიას ექნება იმის საშუალება, ახსნან, რომ არ წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა ეს ძალიან გაუჭირდებათ. ბოლოს გახარიას განცხადებები ვიხილეთ, რომ ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ წარმოვადგენთო. რა ვიცი, ერთ მაგიდასთან სხედან და ერთად აყალიბებენ პოლიტიკურ დღის წესრიგს. საზოგადოებას შევახსენებ, რომ გახარიას 4 მუნიციპალიტეტში აქვს კოალიცია შექმნილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მეტი პარტნიორობა რა უნდა იყოს? ასევე, გახარიამ რამდენიმე თვის წინ „ტვ პირველის“ ეთერში ძალიან არასახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა, რომ მათი პირველი ფაზა იყო, რომ 20 იანვრამდე რევოლუციით უნდა ჩაენაცვლებინა „ქართული ოცნება“ და თუ ეს არ გამოუვიდოდათ, შემდეგი ფაზა იყო თამაშში ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია შემოეყვანა. მოუწევს ბატონ გახარიას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. იმასაც შეგახსენებთ, რომ ოთხივე პარტიამ ბრიუსელში გააგზავნა წერილი, სადაც ბრიუსელის ბიუროკრატებს ეხვეწებოდნენ, რომ ყველანაირი ურთიერთობა, შეეჩერებინათ საქართველოსთან, ასევე ყველანაირი დახმარება „ენჯეო“ სექტორთან გადაემისამართებინათ, გაეუქმებინათ ვიზიტები, არანაირი შეხვედრები არ ყოფილიყო, ასე ღიად ითხოვენ საქართველოს დასანქცირებას და არ ვიცი, ახსნან ეს ყველაფერი, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ამას ობიექტურ ახსნას მოუძებნიან“, - განაცხადა მაჭავარიანმა. მაჭავარიანის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჯანსაღი ოპოზიცია სჭირდება, ახლა კი „4 რადიკალური პარტიაა, რომელიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს“. „ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია. ახლა 4 რადიკალური პარტიაა, რომელიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს - ჩვენ ასე ვუწოდებთ, რადგან ერთიანი დღის წესრიგი აქვთ, ერთი მაგიდის გარშემო თათბირობენ, ერთად აანონსებენ ქვეყანაში ხელოვნური კრიზის შექმნას, ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამოწვევას, ერთად აგზავნიან „დანოსებს“ ბრიუსელში, რომ ევროკავშირმა ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტოს ჩვენს სახელმწიფოსთან და ა.შ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძირის გამომთხრელი საქმიანობაა. დროებით საგამოძიებო კომისიას მანდატი უფართოვდება და შეისწავლის არამხოლოდ წინა რეჟიმის 2012 წლამდე მავნებლობებს, არამედ დღემდე რა მავნებლობაც გრძელდება ამ 4 რადიკალური პარტიის მხრიდან. როდესაც კომისია მუშაობას დაამთავრებს, უკვე მტკიცებულებებზე და ფაქტებზე დაყრდნობილ რეკომენდაციებს გადასცემს პროკურატურას და ჩვენ მოვამზადებთ სარჩელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა და შემდეგ გადაწყდება ეს პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდებიან თუ არა“, - განაცხადა მაჭავარიანმა. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ გეგმავს, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი“ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართოს. გარდა ამისა, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება და 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება.
სამი თვის იოანეს ჩვენი დახმარება სჭირდება
სალომე ზურაბიშვილი - ჩემი ფიცის ერთგული ვრჩები, ვემსახურო ქვეყანას, დავიცვა ქართველი ხალხის ნება
ბადრი ჯაფარიძე - უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველდღე თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ
სალომე ზურაბიშვილი - მმართველი პარტიის რეპრესიული რეჟიმი მხოლოდ მათი წარუმატებლობის ნიშანია
|
რედაქტორის რჩევით
სამხედროები და 2008 წლის ომის ვეტერანები ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ
![]() როგორ ასრულებს წულუკიანის ე.წ კომისია კრემლის დაკვეთას - მხოლოდ ფაქტები
ომი უკრაინაში![]() მედია - ომის დაწყების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი ოჯახის შემოსავლები არ გაზრდილა
![]() სიბიგა - უკრაინა არ დათანხმდება რუსეთის არც ერთს მოთხოვნას, რომელიც მას დაასუსტებს
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
|