|
2025-03-26 16:42:08, 954 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ნოღაიდელი სანდრო გირგვლიანზე - სააკაშვილს უნდოდა, მერაბიშვილი შს მინისტრის თანამდებობიდან გაეშვა
თუ იმას მეკითხებით, მეკისრება თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ მოვლენებზე, რა თქმა უნდა, - ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმის კონტექსტში მასსა და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობას შეეხებოდა. როგორც ნოღაიდელმა ამავე კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს მკვლელობის პერიოდში შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ფინანსთა მინისტრად დანიშვნა გადაწყვეტილი ჰქონდა. „მინისტრებთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია, პრეზიდენტთან რამდენჯერმე კი. დეტალურად განვიხილეთ ეს საკითხი, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. რაღაც მომენტში, ბოლოს წინა დღეს, მიიღო გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ფაქტობრივად, ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი, რადგან უნდოდა, რომ ვანო მერაბიშვილი შს მინისტრის თანამდებობიდან გაეშვა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დაგვენიშნა, რაზეც მე კატეგორიული უარი ვუთხარი. ვუთხარი, რომ თუ ეს მოხდება, შესაბამისად, მე აღარ გავაგრძელებდი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას. თუმცა ჩვენ საღამოს ისე დავშორდით ერთმანეთს, რომ მას გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, ვანო მერაბიშვილის შს მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების. ეს მგონი, უკვე თებერვალში იყო. მართალია, საბოლოო გადაწყვეტილება ჩამოყალიბებული არ იყო, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ იქნებოდა ახალი პრემიერი და ფინანსთა ახალი მინისტრი. თუმცა მეორე დღეს, რატომღაც, არ ვიცი, რა საკითხების ზეგავლენის გამო მიიღო გადაწყვეტილება, ვანო მერაბიშვილის შს მინისტრად დატოვების შესახებ. ეს არის მოვლენების განვითარება იმ დღეებში და ჩემი მონაწილეობა. ვკითხე რატომ შეიცვალა გადაწყვეტილება, ამაზე რამე კონკრეტული პასუხი აღარ მიმიღია. ცხადია, თუ იმას მეკითხებით, მეკისრება თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ მოვლენებზე, რა თქმა უნდა“, - აღნიშნა ზურაბ ნოღაიდელმა. გარდა ამისა, ზურაბ ნოღაიდელმა უპასუხა კითხვას, რატომ გაათავისუფლა თანამდებობიდან კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა, რომელსაც არაერთი სამშვიდობო ინიციატივა ჰქონდა და რომელსაც უწყებიდან წასვლა მის მოადგილე გია ვოლსკისთან ერთად მოუწია. ნოღაიდელის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაკავშირებული იყო იმდროინდელი მინისტრთა კაბინეტის 4 წევრთან ურთიერთობის საკითხებთან. „ეს გადაწყვეტილება უშუალოდ სამშვიდობო პროცესთან ან გიორგი ხაინდრავას ამ მიმართულებით მუშაობასთან დაკავშირებული არ იყო, არამედ მას სხვა დანარჩენ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, სწორედ იმ დანარჩენ 4-თან ურთიერთობის საკითხების პრობლემა იყო. სულაც არ იყო სავალდებულო ამ დროს სამშვიდობო პროცესი ნორმალური მიმართულებით არ განვითარებულიყო. ეს ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში, ჩემი აზრით, არ არის. თუმცა, ცხადია, სამწუხაროდ, შემდგომი მინისტრები გოგა ხაინდრავას ინიციატივის და შესაძლებლობების ვერ აღმოჩნდნენ“, - განაცხადა ნოღაიდელმა.
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)