|
2025-03-26 13:59:58, 902 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე - პრეზიდენტიდან დაწყებული ატაშემდე დამთავრებული, თავში არავის მოსვლია, რომ სუვერენიტეტის ნაწილი ვინმესთვის დაეთმო
არასდროს არავის, პრეზიდენტიდან დაწყებული ატაშემდე დამთავრებული, თავში არ მოსვლია ეს იდიოტური აზრი - ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი ვინმესთვის დაგვეთმო, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის მდივნის სოზარ სუბარის კითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა. საქმე ეხება მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთ ინტერვიუს, სადაც სუბარის თქმით, სააკაშვილი ამბობს, რომ „უარს ამბობს ნატო-ში გაწევრიანებაზე, თუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით რუსეთთან დალაგდება“. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს მსგავსი განცხადება აქვს გაკეთებული. „არასოდეს არსად არცერთ საუბარში, პრეზიდენტ სააკაშვილს ფიქრადაც არ გაუვლია ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილზე უარის თქმა. პარლამენტის წევრები ბრძანდებით და დამეთანხმებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ არჩევანზე უარის თქმა ნიშნავს სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას. არსად არასდროს, ოფიციალურად და არაოფიციალურად, არ გამიგია, არ მინახავს, არ დავსწრებივარ და არ მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს, პრეზიდენტს ასეთი განცხადება გაკეთებინოს. თეორიულად შეიძლება სატელეფონო საუბარში ეკითხა, რა რაში იცვლება, მაგრამ მე ამას არ დავსწრებივარ. თუმცა, როგორც გესმით, დიპლომატიაა და უხეშად რომ ვთქვათ, აღებ-მიცემობაა. მაგრამ არასდროს, საქართველოს სუვერენიტეტის ნაწილზე უარის თქმა არავის იმ ადმინისტრაციაში, თავში არ მოსვლია. იმ მიზეზითაც არ მოსვლია არავის თავში, როცა რუსებმა თქვეს, რომ „ნატო-ზე ვაჭრობაც კი არ შეიძლება, იმიტომ, რომ თქვენი ნების მიუხედავად, შეგათრევენ, რაკეტებს დააყენებენ თქვენს ტერიტორიებზე და დაუმიზნებენ რუსეთის ფედერაციას“. რაც შეეხება სამართლებრივ პროცესებს, ყველა მასალა, რომელიც გამოთხოვილი იყო სხვა უწყებებიდან, ჩვენ დავაგზავნეთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. ვაშაძის ამ განცხადებას კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა უპასუხა და აღნიშნა, რომ არსებობს მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკომენტარი, რომელიც ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტმა ეს თქვა. „იმედია ჟურნალისტები მონახავენ ამ ჩანაწერს და აჩვენებენ საზოგადოებას, როგორ ამბობს სააკაშვილი სიტყვებს, რომლის მიხედვითაც, მან შეუთვალა, რომ ნატო-ზე უარს ამბობდა. თუ ეს ხდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის ავლით, ასეთი სერიოზული განცხადებების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან, წარმოუდგენელია და კარგად მეტყველებს, რა ტიპის მმართველობა არსებობდა იმ რეჟიმის პირობებში,“ - განაცხადა სუბარმა. თავის მხრივ, ვაშაძემ აღნიშნა, რომ 2003 -2012 წლებში მმართველობა იყო ეფექტური. „მმართველობა იყო ეფექტური. რაც შეეხება ქართულ დიპლომატიასა და საგარეო პოლიტიკას, ადამიანს შეიძლება შეეშალოს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ სერიოზულ თემებზე და სერიოზული თემაა ის, რაც დოკუმენტურად მტკიცდება და რასაც მე როგორც ყოფილი საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ პირს შემიძლია ყოველ წუთში მოვაწერო ხელი. არასდროს არავის თავში პრეზიდენტიდან დაწყებული ატაშემდე დამთავრებული, თავში არ მოსვლია ეს იდიოტური აზრი - ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი ვინმესთვის დაგვეთმო, შეთავაზებაც არ გაკეთებულა რუსეთის მხრიდან“, - განაცხადა ვაშაძემ, რასაც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა შემდეგი რეპლიკის უპასუხა: „სააკაშვილს თავში რა მოუვიდა, ახლა ამაზე... იმაზე ნუ დაიფიცებთ, რომ სააკაშვილს თავში ეს არ მოსვლია“.
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)