|
2025-03-26 10:18:57, 948 ნახვა
ეკონომიკა
„ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი”. ეს უკანასკნელი ჩეხურ და უნგრულ ტრადიციულ დესერტს წარმოადგენს. ემილ კურბანოვს სწორედ ჩეხეთში მოგზაურობისას გაუჩნდა იდეა, საქართველოში საკუთარი საკონდიტრო გაეხსნა. იდეის განხორციელება მარტივი პროცესი არ ყოფილა. როგორც ემილი აღნიშნავს, პირველ რიგში, უნიკალური გემოების შემუშავებაზე დაიწყო ფიქრი. დიდი ხნის განმავლობაში ცომის რეცეპტის დატესტვასა და სხვადასხვა არომატის შექმნაზე მუშაობდა. საბოლოოდ, „ლუმიერსის“ პირველი ფილიალი პუშკინის ქუჩაზე გაიხსნა, დღეისათვის კი, რამდენიმე ლოკაციაზე მასპინძლობს მომხმარებლებს. ერთია იდეა და უნიკალური რეცეპტებისა თუ ტექნოლოგიების დახვეწა, მაგრამ მეორეა ამ ყველაფრის რეალობად ქცევის შესაძლებლობა. „თავდაპირველად საკუთარი სახსრებით დავიწყეთ ბიზნესი, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი მასშტაბები გაიზარდა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება იყო საჭირო, თიბისის მივაკითხეთ. სწორედ აქ მივიღეთ ფინანსური მხარდაჭერა, რომლის მეშვეობითაც საწარმო სივრცე განვავითარეთ. ამასთანავე, დავიწყეთ ფილიალების დამატება“, - ემილ კურბანოვი, „ლუმიერსის“ დამფუძნებელი. „ლუმიერსი” ადგილობრივ ბაზარს გასცდა და სულ რამდენიმე თვის წინ ფილიალი მადრიდში გაიხსნა. „ესპანეთში ფილიალის გახსნაში უდიდესი როლი ითამაშა თიბისიმ, რადგან სწორედ თიბისი მხარდაჭერით მოვახერხეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა. ეს იყო ნაბიჯი, რომელმაც ფართოდ გაგვიხსნა გზები და სხვა მასშტაბებით დავიწყეთ ზრდა. მადრიდში არ არსებობს მსგავსი საკონდიტრო და გახსნის პირველივე დღეებიდან დიდი პოპულარობით ვსარგებლობთ”. “ლუმიერსის” გუნდი აქტიურად მუშაობს გაფართოებაზე. როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, უახლოეს პერიოდში “ლუმიერსის” ფილიალს სხვა ქვეყნებშიც ვიხილავთ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)