|
2025-03-25 14:11:11, 463 ნახვა
პოლიტიკა
ანა ბუჩუკური - გერმანიასთან გაფუჭებულ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ქართულ ოცნებას“
გერმანიასთან გაფუჭებულ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელსაც თავად, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ძალიან კარგი პარტნიორობა და თანამშრომლობა ჰქონდა გერმანიასთან, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. ანა ბუჩუკურმა კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე. ბუჩუკურის თქმით, ისტორიულად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, გერმანია არის საქართველოს მნიშვნელოვანი და ახლო პარტნიორი. „გერმანიის ფედერაცია იყო და არის საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, მრავალი წლის მეგობარი. ეს მეგობრობა არც ამ ხელისუფლების პირობებში დაწყებულა, არც წინა ხელისუფლების პირობებში, ისტორიულად, გერმანია არის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მნიშვნელოვანი და ახლო პარტნიორი ჩვენი ქვეყნის და ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანია გერმანიასთან თანამშრომლობას საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ხელისუფლების პერიოდს, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, გერმანიის ფედერაცია, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, იყო ერთ-ერთი ყველაზე ახლო პოლიტიკური პარტნიორი „ოცნებისთვის“, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის. მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდათ მათ ეს პარტნიორობა, მაგრამ დღეს უკვე ხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ე.წ. „ოცნების“ ლიდერები, რომლებსაც გერმანიაში აქვთ განათლება მიღებული, როგორი ირონიულიც არ უნდა იყოს ეს, შეიძლება, თეორია ისწავლეს სამართლის, მაგრამ ფაქტია ღირებულებები მათ ვერ უსწავლიათ. საბოლოო ჯამში ის, რაც დღეს ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ხდება და ამ გაფუჭებულ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ოცნებას“. სამწუხარო რეალობაა, მე პირადად ეს არ მსიამოვნებს, მაგრამ ამაზე სრულად პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას“, რომელსაც თავად, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ძალიან კარგი პარტნიორობა და თანამშრომლობა ჰქონდა გერმანიასთან“, – განაცხადა ბუჩუკურმა. მისივე თქმით, პასუხისმგებლობები უნდა იყოს პერსონალური და საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა აგონ პასუხი იმ დანაშაულებზე, რომელიც კონკრეტულ ინდივიდებს აქვთ ჩადენილი. „ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამონაკლისი პარტია, რომელიც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და ახლაც ეწინააღმდეგება და ასევე, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაცია, ასეთი დიდი სარგებელი, არ გაუქმებულიყო. მომავალში რა იქნება, ნამდვილად ვერ გეტყვით. ისე მიდის და ისე იქცევა ხელისუფლება, თუმცა ჩვენ ვართ ის პარტია, გამონაკლისი, რომელიც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და ახლაც ეწინააღმდეგება ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას სახელმწიფოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა აგონ პასუხი იმ დანაშაულებზე, რომელიც კონკრეტულ ინდივიდებს აქვთ ჩადენილი. პასუხისმგებლობები უნდა იყოს პერსონალური. როდესაც ზოგადად სანქცირებაზე დაიწყო საუბარი ჩვენი გუნდი ყოველთვის ფრთხილად ეკიდებოდა სანქციების საკითხს, რადგან ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სანქციები ყოველთვის არის ქვეყნისთვის რისკების მომტანი, მას თავისი რისკები ყოველთვის აქვს, მაგრამ თუნდაც ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე როდესაც ვსაუბრობთ, როდესაც არის ცუდსა და უარეს შორის არჩევანი, ვირჩევთ იმას, რომელიც არის ნაკლებად დამაზიანებელი. შესაბამისად, იმის ნაცვლად საქართველოს და საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებს გაუუქმდეთ უვიზო მიმოსვლის სარგებელი, ამ პირობებში გვირჩევნია, რომ კონკრეტულ ინდივიდებს დაეკისროთ ეს პასუხისმგებლობა. ჯერ კიდევ როდის ვამბობდით და გახარიაც, რომ პასუხისმგებლობები აუცილებლად იქნებოდა პერსონალური“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)