|
2016-03-12 10:55:45, 796 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ოტია ჩ. თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულისგან 23 აბი „მეტადონი“, ბუპრენორფინის შემცველი 8 აბი და 0,92 გრ ოპიუმი ამოიღეს. „ნარკოლოგიური შემოწმებით ოტია ჩ-ს მარიხუანის, მეტადონის, მეტამფეტამინის და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)