|
2025-03-20 15:47:24, 1053 ნახვა
სამართალი
ეკა ბესელია - გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ადვოკატ ეკა ბესელიას განცხადებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ჩიკვაიძე, რომელიც მე-9 დღეა შიმშილობს, ბესელიამ გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. ბესელიას თქმით, ბრალდებულს ციხის ხელმძღვანელი დაპირდა, რომ მას დღეს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანს. თუმცა, უფლებადამცველის თქმით, ეს საკმარისი არ არის და ჩიკვაიძე სპეციალიზებულ კლინიკაში უნდა მოთავსდეს. „საკმაოდ დიდ ხანს გავჩერდი და ვესაუბრე, რადგან ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა, ეტლით გადაადგილდება, არ შეუძლია მას ფიზიკურად მოძრაობა, რაც სამედიცინო თვალსაზრისით ყველაზე საგანგაშო ნიშანია, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში. მისი სამედიცინო მდგომარეობის დეტალებში აღწერა გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანი ვერ დადის, საუბარიც უჭირდა, ნელ-ნელა მოიკრიბა ძალა, ძალიან პრინციპულად დგას იმ პოზიციაზე, რომ შიმშილობა გააგრძელოს იქამდე, ვიდრე ფიზიკურად შეძლებს. ითხოვს, თუნდაც ერთი მტკიცებულება წარმოუდგინონ რატომ შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება ყველაზე მკაცრი ღონისძიებით პატიმრობით, მისი დაკავება ისე მოხდა, რომ არანაირი სამხილი და მტკიცებულება არ არსებობს. ის ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებდა, აპირებს, რომ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება გააგრძელოს. დაწესებულების ხელმძღვანელიც შემოვიდა, ესაუბრა მას და უთხრა, რომ გადაიყვანენ დღეს, აქვე, ციხის ტერიტორიაზე არსებულ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. [ჩიკვაიძეს]გარკვეული პირობების დაცვა უნდა, რომ კომუნიკაცია არ შეეზღუდოს და საშუალება ჰქონდეს თუნდაც, დღეში ერთი ზარი განახორციელოს. ამ პირობების დაცვით ის თანახმა იქნება სამედიცინო დაწესებულებაში გადავიდეს, თუმცა, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ის ალბათ საჭიროებს, რაც ვიზუალურად ვნახე, სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში იყოს, მასზე იზრუნონ ექიმებმა, შეაფასონ ის რისკები, რა რისკების ქვეშაც არის, რადგან ჯანმრთელობის თავისი პრობლემები აქვს, რომლის გაუარესებაც შიმშილობის ფონზე მოხდა, ფაქტობრივად თავგანწირვის რეჟიმშია, მას გადაწყვეტილი აქვს ბოლომდე გადადოს თავი და მათ შორის, საკუთარი სიცოცხლის ფასად",- განაცხადა ბესელიამ. ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მასთან ერთად ბრალდებულია მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილიც, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)