|
2025-03-20 13:21:43, 767 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - საქართველოს ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობები დარეგულირდეს
საქართველოს ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობები დარეგულირდეს - უპირველესად, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს "დიფ სთეითის" დამარცხება, ამას ჩვენს ქვეყანაზე მაშინვე დავინახავთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის და იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებასთან დაკავშირებით საკუთარ დანაპირებს ბოლომდე შეასრულებს. „საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, მზად არის იმისთვის, რომ ურთიერთობები დარეგულირდეს. ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პირდაპირ ომი გამოუცხადა "დიფ სთეითს" და მისი მთავარი ამოცანა არის "დიფ სთეითის" დამარცხება. ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით "გლობალურ ომის პარტიაზე", მათ ინტერესებზე, იმაზეც, რომ ფესვები ძალიან ჰქონდათ გადგმული საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მათ აქვთ ინტერესები. შესაბამისად, პირველი, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს "დიფ სთეითის" დამარცხება. ჩვენ ამას მაშინვე დავინახავთ. რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობაზე. საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის. ჩვენ ამ ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს წარმატებას ვუსურვებთ და გვაქვს იმედი, რომ ის დაპირება, რაც გასცა "დიფ სთეითის" დამარცხებასთან დაკავშირებით, ბოლომდე შეასრულებს“, - განაცხადა კალაძემ.
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)