|
2025-03-19 15:08:23, 492 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - გვჭირდება სერიოზული დიალოგი, როგორ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი
ევროკავშირი არის ის, სად გვსურდა ჩვენი თავი გვეხილა, რომ ვყოფილიყავით შესაბამისობაში დასავლურ სახელმწიფოებთან, ვყოფილიყავით ევროკავშირსა და ნატო-ში. ჩვენ გვქონდა და გვაქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა ნატო-სთან და ევროკავშირთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ნიუ დელიში, საერთაშორისო კონფერენციის, „რაიზინა დიალოგი 2025“-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს წვლილი შეჰქონდა ნატო-ს სამშვიდობო პროექტებში, 2014 წლიდან კი ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორია. „ევროკავშირი არის ის, სად გვსურდა ჩვენი თავი გვეხილა, რომ ვყოფილიყავით შესაბამისობაში დასავლურ სახელმწიფოებთან, ვყოფილიყავით ევროკავშირსა და ნატო-ში. ჩვენ გვქონდა და გვაქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა ნატო-სთან და ევროკავშირთან. საქართველოს წვლილი შეჰქონდა სამშვიდობო პროექტებში, რომლებიც ხორციელდებოდა, მაგალითად ავღანეთში. იქ ჩვენ, როგორც ნატო-ს არაწევრი სახელმწიფო, ნომერ პირველი კონტრიბუტორი ვიყავით. 2014 წლიდან კი ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორები ვართ, გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც ნიშნავს ევროპულ ბაზარზე ინტეგრაციის შესაძლებლობას. ათი წელი გავიდა და საკმაოდ ინტენსიური პროცესია. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველომ შეძლო, მოწინავე გამხდარიყო ევროკავშირის სხვა პარტნიორებთან შედარებით, მივაღწიეთ ძალიან ბევრს რეფორმების კუთხით, რაც ჩვენთვისაც სასარგებლოა და გვეხმარება, ვიყოთ მოწინავე პოზიციებზე, როდესაც სხვადასხვა რეიტინგულ სიებზეა საუბარი, მაგალითად კორუფციასთან ბრძოლის თუ ღია მმართველობის და ბიზნესის სფეროში. ეს ყოველივე უკავშირდება ძალიან სტრუქტურირებული რეფორმების დღის წესრიგს, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ვატარებთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსთვის კვლავ მნიშვნელოვანი პარტნიორია. „ევროკავშირი ჩვენთვის კვლავ მნიშვნელოვანი პარტნიორია. ევროკავშირი ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში და ჩვენ ამას უსაფრთხოების გარანტიად აღვიქვამთ. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გვყავს ევროკავშირის მონიტორინგის მისია, ჩვენთვის მათი იქ ყოფნა კვლავ მნიშვნელოვანია. 2023 წელს კი გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო, ეს ჩვენთვის დიდი ხნის მიზანია, რომელიც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციით . სხვათა შორის, სწორედ ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს მუხლი კონსტიტუციაში ჩაედო 2018 წელს. ეს კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნად, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ საჭიროა ვისწავლოთ, ჩვენც და ევროკავშირმაც, როგორ მივაღწიოთ ამ მიზანს, რადგან ეს არ არის მარტივი დრო ევროკავშირისთვის, არც საქართველოსთვის. ჩვენ მრავალ უცხოურ გავლენასთან გვიწევს ბრძოლა, თუმცა ამას ვახერხებთ. დარწმუნებული ვარ, გავაგრძელებთ დიალოგს სერიოზულ საკითხებზე. ევროკავშირზე როდესაც ვსაუბრობთ, ერთი რამ უნდა ითქვას, საქართველო და ეს რეგიონი ახალია ევროპისთვის. ჩვენს თავს ევროპელებად მივიჩნევთ, ეს არის ევროპული ქვეყანა, თუმცა არ გვაქვს ევროპულ სტრუქტურებში ცხოვრების ისტორია. იგივე შეიძლება ითქვას ევროკავშირზე, ისინიც გვხედავენ ევროპელებად, თუმცა ჩვენთან, როგორც ერთ ოჯახად თანაცხოვრების გამოცდილება არ აქვთ. სწორედ ეს უნდა ვისწავლოთ. თუკი რუკას შევხედავთ, ეს საკმარისია იმის აღსაქმელად თუ რამდენად კომპლექსურია ეს რეგიონი. საქართველოსა და ევროკავშირს სჭირდებათ სერიოზული დიალოგი იმაზე, თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)