21:37 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 19:54:32, 913 ნახვა

სამართალი
ნონა ქურდოვანიძე - მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგში მოხვდება და დამტკიცდება სიმართლე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) დირექტორი ნონა ქურდოვანიძე წერს, რომ ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე "სტრასბურგში მოხვდება და აუცილებლად დამტკიცდება სიმართლე".

"სალიხ შაინიძემ, რომლის აცილებასაც ჩვენ ვითხოვდით, მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა პირველი დაკავების ეპიზოდზე (სანამ სისხლის სამართლის ბრალდებით დაიჭერდნენ მზიას, იმ მოვლენებს ეხება ეს საქმე).

მოსამართლე შაინიძემ გამოიყენა ის ტაქტიკა, რასაც ზოგიერთი მოსამართლე იყენებს ხოლმე - განხილვისას ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სამართლიანად იხილავს საქმეს, შუამდგომლობებს აკმაყოფილებს, მოწმეებს კითხავს, შსს-ს წარმომადგენლებს შენიშვნებს აძლევს, ზოგჯერ ისე "აბრაზებს" საკუთარი "სამართლიანობით", რომ შსს-ს წარმომადგენლები აღშფოთებულები პროცესზე მოსამართლეს იმასაც კი ეუბნებიან, რა ხდება, "შერჩევითი სამართალია?"

თუმცა, ეს ფარსი მაინც იმით სრულდება, რაც სისტემას უნდა. სისტემას უნდა, რომ მზია მტკიცებულებების გარეშე გასამართლდეს.

ამ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მზიამ რაიმე სამართალდარღვევა ჩაიდინა. შსს-მ გააყალბა როგორც დაკავების, ასევე სამართალდარღვევის ოქმი, მოწმე პოლიციელმა სასამართლო დარბაზში იცრუა, წარმოადგინეს ის ვიდეოები, რომლებიც გადაღებულია მზიას ადმინისტრაციული დაკავებიდან 2 საათის შემდეგ და ვერანაირად ვერ იქნებოდა მასზე რაიმე ისეთი აღბეჭდილი, რაც მზიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით დასჯას გაამართლებდა.

ეს საქმეც სტრასბურგში მოხვდება და აუცილებლად დამტკიცდება სიმართლე. თავისუფლება მზიას". - წერს ქურდოვანიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics