20:52 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 16:05:57, 913 ნახვა

საზოგადოება
ნანუკა ჟორჟოლიანი - პატიმრებთან აღებულ პირობას ბოლომდე შევასრულებთ, მოვიფიქრებთ სხვა გზებს

საინტერესო ფაზაში გადავდივართ და პატიმრებთან აღებულ პირობას შევასრულებთ ბოლომდე! - მოვიფიქრებთ სხვა გზებს, როგორ დავეხმაროთ ბიჭებს, - ამის შესახებ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც რამდენიმე ფონდის, მათ შორის „ნანუკას ფონდის“ დაყადაღებას ეხმაურება.

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, „როდესაც ერთი კარი იხურება, აუცილებლად იღება მეორე“.

„არანაირი პანიკა, არანაირი უიმედობა! პირიქით, საინტერესო ფაზაში გადავდივართ და პატიმრებთან აღებულ პირობას შევასრულებთ ბოლომდე! მოვიფიქრებთ სხვა გზებს, როგორ დავეხმაროთ ბიჭებს! „ქოცებს“ რომ ეგონათ შეგვაშინებდნენ, ბრძოლის ახალი ძალებით დაგვტენეს“, - წერს ჟორჟოლიანი.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, „ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს. „ბანკში მეუბნებიან, რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება. თან დაყადაღებულია დაუყოვნებლივი მექანიზმით. ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან, რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში.ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების მოთხოვნა არსად გაგზავნილა.დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები, მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება“, - წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაყადაღებულია სხვა ფონდებიც.

"კერძოდ: prosperitygeorgia.org - ნიკა გილაურის ფონდი და Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. დაყადაღებულია ის ფონდები, რომლებიც ბოლოს ძირითადად ჯარიმებს იხდიდნენ. ყადაღა მოითხოვა პროკურატურამ", - აღნიშნავს ჟორჟოლიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics