2025-03-17 14:12:34, 250 ნახვა
სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი გლდანის საპატიმროდან რუსთავში გადაიყვანეს
![]() პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებული ომარ ოკრიბელაშვილი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ოკრიბელაშვილის ადვოკატმა, დავით გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, გლდანის მე-8 დაწესებულებიდან რუსთავში ასევე გადაიყვანეს საბა მეფარიშვილი, თუმცა უცნობია, რუსთავის რომელ პენიტენციურ დაწესებულებაშია ის მოთავსებული. „სამწუხაროდ, დღეს გადაიყვანეს. არ ვიცით მისი მდგომარეობა, რა მოხდა, რა საფუძვლით გადაიყვანეს. სხვა პატიმრები დატოვეს, მხოლოდ ომარი რატომ გადაიყვანეს? საბაც გადაყვანილია რუსთავში, არ გვაქვს ჯერ ინფორმაცია ისიც მე-12-ე დაწესებულებაში არის თუ არა. მიზეზი არის ის, რომ ჯავახიშვილი და ოკრიბელაშვილი ერთმანეთს გაესაუბრნენ. შესაძლოა, პენიტენციურს შიში აქვს რომ სხვა პატიმრებმაც, ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ერთმანეთთან არ დაიწყონ მოლაპარაკება, ინფორმაცია არ გაცვალონ და ასე შემდეგ. ეს იქნება სავარაუდო მიზეზი. გადაყვანის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, პოლიტიკური სარჩული დაედო რომ განაცალკეონ ეს ადამიანები, სხვა პატიმრებზეც გავრცელდება ეს“, - აღნიშნა ადვოკატმა. ცნობისთვის, პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.
პესკოვი - ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება უაღრესად პროპაგანდისტული მედიებია
დონალდ ტუსკი - ვილნიუსში IKEA-ს მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის უკან რუსეთის სამხედრო დაზვერვა დგას
პეტრას აუსტრევიჩუსი - თბილისის რეჟიმი ცდილობს პრეზიდენტ სააკაშვილზე ყველა შესაძლო ზეწოლა შეინარჩუნოს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ეკლესია გაქურდეს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ აახდინა ტრამპმა ბრეჟნევის ოცნება - წითურმა დონიმ ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება დახურა
![]() მოქმედებს თუ არა შსს და გომელაური პუტინის რეჟიმის დავალებით, როცა რუს აქტივისტებს სამუდამოზე უშვებს
ომი უკრაინაში![]() რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 174 დრონი გაუშვა
![]() ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი დანიშნა
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
როგორ აახდინა ტრამპმა ბრეჟნევის ოცნება - წითურმა დონიმ ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება დახურა
მთავარი თემა
|