15:22 - 17 Mar, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 09:08:14, 352 ნახვა

პოლიტიკა
გუბაზ სანიკიძე - არის ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ფუნქციას არ ასრულებს, ასეთია სალომე ზურაბიშვილი

ადამიანს ჰქვია სახელი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ფუნქციას არ ასრულებს, ასეთია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც დავაბრალეთ, არც თვითონ თქვა ამაზე უარი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსთაველის გამზირსა და პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთთან ტექნიკური საკითხები აქვს შესაჯერებელი.

„დროა, დეტალიზება მოხდე ამ მოთხოვნების, რადგან მოთხოვნები, რომლებიც დეტალიზებული არ არის, უფრო სურვილებს ემსგავსება. ამიტომ გასარკვევი გვაქვს, ვის ხელში ტარდება, როგორ ტარდება არჩევნები, მოლაპარაკების საფუძველით ხდება, რევოლუციის სახით ხდება, როგორ ხდება. ჩვენ ახლა რევოლუციების გადატანის უნარი არ გვაქვს, რადგან ხიფათებია ჩვენ გარშემო. ამიტომ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ეს ძალა, რაც არის რუსთაველის გამზირზე, და, ზოგადად, რუსთაველის გამზირია ახლა პოლიტიკური პროცესი საქართველოში, გარე ფაქტორები, აგერ ვუყურებთ, სერბეთში, სლოვაკეთში რა ხდება, უნგრეთში რა ხდება, გარკვეულწილად აღმოსავლეთ ევროპაში, რომლის ნაწილი ჩვენც ვართ. უნგრეთი ერთი ნაბიჯით გვისწრებს წინ, მათ ლიდერი გამოუჩნდათ უკვე, ახალგაზრდა ლიდერი, სერბებსაც ჰყავთ ლიდერი. ჩვენთან ლიდერობის საკითხი ტაბუდადებული თემაა, ყველა თავს არიდებს.

ლიდერი მაინცდამაინც ერთ პერსონას კი არ ნიშნავს, ის შეიძლება ადამიანების ჯგუფი იყოს, გადაწყვეტილებების მიმღები ვინც არის. ადამიანს ჰქვია სახელი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ფუნქციას არ ასრულებს, ასეთია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც დავაბრალეთ, არც თვითონ თქვა ამაზე უარი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი. კი ბატონო, ვაღიარებთ პრეზიდენტად, მაგრამ მეორე მხარე არ აღიარებს მას პრეზიდენტად. პრეზიდენტი რომ გერქვას, პრეზიდენტივით უნდა იქცეოდე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს უნდა იღებდე, თუნდაც იმ შეზღუდული კონსტიტუციით, რა შეზღუდვებიც აქვს დღევანდელ საპრეზიდენტო ინსტიტუტსს. 109-ე დღეა, ეს ნიშნავს გამძლეობას, შეუპოვრობას ქართველი ხალხის, მაგრამ 109-ე დღეზე შედეგი უნდა იყოს, ხომ? რა გვინდა, რა უნდა რუსთაველის გამზირს, რა შეკვეთას აკეთებს, როგორ იქცევიან პოლიტიკური პარტიები? ყბადაღებული ერთიანობა, ყველა იძახის, უპრეცედენტო ერთიანობა, რაში გამოიხატება, არაფერზე შეთანხმებული არ ვართ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ამასთან, გუბაზ სანიკიძის შეფასებით, ხალხის გამოსვლები რომ არ ყოფილიყო, ოპოზიცია, შესაძლოა, პარლამენტში შესულიყო.

„ხალხის შეკვეთაა, რომ ჩვენ პარლამენტში არ ვსხედვართ, თორემ ეს გამოსვლები რომ არ ყოფილიყო, ვიყოთ გულწრფელები, შეიძლება შესულიყო ოპოზიცია პარლამენტში. ეს გამოსვლები რომ არ დაწყებულიყო, და ეს გამოსვლები არჩევნების გაყალბების გამო კი არ დაწყებულა, ეს გამოიწვია კობახიძის ბრიყვულმა განცხადებამ“, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე - მოუწევს მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც ჩაიდინა
ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაყადაღებულია სხვა ფონდებიც
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის საუბარი სამშაბათისთვის მზადდება
კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე - ეფუძნება ტყუილს, სიცრუეს და არანაირი ფასი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics