19:24 - 15 Mar, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-15 15:34:51, 271 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის მისვლა

ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციაზეა გამოსული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეერთებული შტატების ელჩის მისვლა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გარეშე ვერ მოხდებოდა.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყველანაირად ეცდება, რომ ის მარცხი, რაც განიცადა პოლიტიკური, ქუჩაში, პარლამენტში, უცხოეთში, როგორმე გაამართლოს. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები რეალურად არის გამოსული კომუნიკაციაზე საქართველოს ხელისუფლებასთან. ის ფაქტი, რომ თავად შეერთებული შტატების ელჩი მიდის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბუნებრივია, თავისთავად ეს არ ხდება, ტრამპის ადმინისტრაციის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. ისიც ბუნებრივია, რომ ტრამპის ადმინისტრაციას რა პოლიტიკაც აქვს, ძალიან კარგად იციან ამერიკაში, რომ საქართველოს სახელმწიფოს აქვს იგივე პოლიტიკა ღირებულებებთან პარტნიორობასთან, მშვიდობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ბუნებრივიც იყო, რომ შეერთებული შტატების ელჩი ზუსტად იმ გზავნილებს ეტყოდა საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ გარკვეული რებრენდინგი უნდა მოხდეს, აღდგენა ურთიერთობების, რაც დააზიანა ბაიდენმა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენმა დააზიანა ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ურთიერთობები საქართევლოსთანაც დაეზიანებინა.

„და რა გასაკვირია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ურთიერთობები საქართველოსთან დაეზიანებინა, ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის გასაკვირი არ არის, რომ ურთიერთობები დაზიანებულია ბევრ ქვეყანასთან და მათ შორის, საქართველოსთან, ამიტომ, ასევე ბუნებრივია, რომ შეერთებული შტატების ელჩი ახლა ცდილობს, რომ აღდგეს ურთიერთობები ამერიკა – საქართველოს შორის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, არსებობს გამოთქმა, გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო და სწორედ ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის ელჩის მისვლა.

„დიდი წერტილია დასმული ნებისმიერ სპეკულაციაზე, როდესაც ამერიკის ელჩი პირდაპირ, რა თქმა უნდა, ჯერ ერთი, რომ აღიარებს ლეგიტიმაციას საქართველოს ხელისუფლებისა და მეორე, თვლის, რომ უნდა მოხდეს ურთიერთობების განახლება საქართველო-შეერთებულ შტატებს შორის. ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ერთადერთი რამე აქვს დარჩენილი, რომ ვინ სად გადანაწილდება, ვინ პენსიაზე წავა და ვინ სხვა საქმეს მიყოფს ხელს, ამაზე უნდა იფიქრონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტყუის
კირ სტარმერი - შევთანხმდით, რომ უკრაინას თავის დაცვა და მომავალი რუსული აგრესიის შეკავება უნდა შეეძლოს
ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს მოთხოვნებით მიმართა - მშვიდობა ევროპაში უკრაინის გარეშე
უკრაინის პრეზიდენტი - კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics