19:15 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 13:09:28, 1300 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია დასკვნით ეტაპზეა

კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია დასკვნით ეტაპზეა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„კურსკის ოლქში მდებარე ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტში ვიზიტის დროს პუტინმა ოპერაციის მიმდინარეობისა და კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაციის დასკვნით ეტაპზე შესვლის შესახებ მოხსენება მოისმინა“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 12 მარტს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კურკის ოლქის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტს ეწვია. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქი მთლიანად უნდა გაათავისუფლონ.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დანაყოფების წინაშე მდგარი ყველა საბრძოლო დავალება აუცილებლად შესრულდება და უახლოეს მომავალში კურსკის ოლქის ტერიტორია მტრისგან მთლიანად გათავისუფლდება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics