|
2025-03-12 13:11:49, 992 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისი ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახალი თაობის მრავალფეროვან ინტერესებს და ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრს სასიამოვნო სიახლით იწყებს. ონლაინ კურსებს კიდევ ერთი ძალიან მოთხოვნადი და საინტერესო - ხელოვნური ინტელექტის კურსი ემატება. მე-9 დან მე-12 კლასის ჩათვლით ტექნოლოგიური მიმართულებებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ამ სფეროში, ტექსკოლა ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა. ტექსკოლაში მოსწავლეებს, დარგის წამყვან პროფესიონალებთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიურ ეკოსისტემაზე და ჰქონდეთ სკოლისგან სრულიად განსხვავებული სასწავლო გამოცდილება. თუ გსურს, შეიძინო ახალი უნარები და ტექსკოლის სხვა კურსდამთავრებულების მსგავსად, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ახალგაზრდულ შემეცნებით პროექტში, შეარჩიე სასურველი კურსი და გაიარე რეგისტრაცია 24 მარტის ჩათვლით:
შეგახსენებთ, რომ ტექსკოლის ონლაინ კურსები თიბისის სრული დაფინანსებით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის არის ხელმისაწვდომი. დარეგისტრირდი თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე და შეაბიჯე ტექნოლოგიურ სამყაროში!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)