2025-03-10 14:53:06, 357 ნახვა
სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
![]() „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, "ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო. გელაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა. ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 ,,ბ” და 194 - 3 ,,გ” ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საერთო ჯამში სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი, საიდანაც ერთზე დღეს განაჩენი დადგა, დანარჩენ ორზე კი და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. კერძოდ, გიორგი ბაჩიაშვილის თავდაპირველად ბრალი "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების გამო წარუდგინეს. ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ასევე დაწესებული ჰქონდა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. თუმცა, ამ საქმეზე, ბაჩიაშვილს გირაო პატიმრობით შეეცვალა. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი "მტკვარი ჰესის" საქმეზე საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეზეც მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. ბაჩიაშვილს ბრალი ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც აქვს წაყენებული. მას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
|
რედაქტორის რჩევით
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
![]() სახალხო მღელვარების 100 დღე
ომი უკრაინაშისაუდის არაბეთში მოლაპარაკებები შესაძლოა უკრაინის ბოლო შანსი იყოს - The Economist
ვოლოდიმირ ზელენსკი - ხვალ ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას მშვიდობის მიღწევისთვის, მომზადებულია უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
მთავარი თემა
|