17:03 - 10 Mar, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 14:11:51, 311 ნახვა

მსოფლიო
ლავროვი - რაც ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირებისგან უკრაინის შესახებ მოვისმინეთ, დამაიმედებელია

მოსკოვს მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივაზე, მაგრამ ის, რაც რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან დღემდე მოისმინა, ზოგადად, დამაიმედებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფა გარანტირებული უნდა იყოს. შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა ნაადრევია, მაგრამ ის, რაც აქამდე მოვისმინეთ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირებისგან, ზოგადად, დამაიმედებელია. თეთრი სახლის მეპატრონემ აღიარა, რომ კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნატო-ს გაფართოება და მასში უკრაინის ჩაბმის მცდელობა იყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო თანამედროვე სამყაროს მრავალპოლარულობაზე და ყველა სახელმწიფოს - როგორც დიდი, ასევე პატარა სახელმწიფოების ინტერესების პატივისცემის აუცილებლობაზე საუბრობს. გაეროში ამერიკელმა დიპლომატებმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად, რუსეთთან და ჩვენს თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად მხარი არ დაუჭირეს გენერალური ასამბლეის ოდიოზურ რეზოლუციას, რომელიც კიევმა და მისმა ევროკავშირელმა მფარველებმა წარადგინეს“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია.

„ჩვენ ვაფასებთ მათ, მაგრამ ვიმეორებ: ამის საფუძველზე რაიმე ღრმა დასკვნების გაკეთება ნაადრევია“, - დასძინა ლავროვმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გადაიხადე PLUS და MR ქულებით და მიიღე ფასდაკლება 20-მდე სასტუმროში
11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება
გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორი - სასამართლომ სრულად გაიზიარა მტკიცებულებები
ნარკოტიკებთან, მათ შორის, მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics