00:02 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 10:49:55, 806 ნახვა

საზოგადოება
სტუდენტები - პროტესტში მყოფი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს, სტატუსი შეგვიწყვიტეს

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს, სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს.

,,პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს, სტატუსი შეგვიწყვიტეს" - წერს მოძრაობა.

შეგახსენებთ, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში პოლიცია გუშინ, 9 მარტს სამჯერ მივიდა. მათ ჯერ სტუდენტები დააჯარიმეს, შემდეგ კი ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, სტუდენტების დაკავების საფრთხე იყო, ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ პროტესტი სხვა მიმართულებით გააძლიერონ.

პოლიცია სტუდენტებს ჯარიმებს ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი იმ ცვლილების საფუძველზე უწერდა, რომლითაც დახურულ სივრცეში მესაკუთრის ნებართვის გარეშე აქციის ჩატარება აიკრძალა. შეკრების კანონის მე-9 და მე-11 მუხლის დარღვევა 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

თეატრალურ უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილი, პროტესტის ნიშნად, 80 დღეზე მეტია ღამეს უნივერსიტეტის შენობაში ათევდა. ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას, აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას ითხოვდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics