|
2025-03-08 15:33:45, 785 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე - ჩვენ არ ვთვლით, რომ რაიმე კრიზისთან გვაქვს საქმე
რა თქმა უნდა, შვედეთის სახელმწიფოს შეუძლია გააგრძელოს დღეების თვლა, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ არ ვთვლით, რომ რაიმე კრიზისთან გვაქვს საქმე, აქტიურად ვმუშაობთ, როგორც პარლამენტი, ისე მთავრობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შვედეთის საგარეო უწყების განცხადებას ქვეყანაში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით. ვლადიმერ ბოჟაძის მოსაზრებით, არაერთი ევროპული სახელმწიფო სრულიად უსამართლოდ იქცევა საქართველოს მიმართ, მათ შორის, გამორჩეული არიან ბალტიის ქვეყნები და შვედეთი. „ყველას კარგად გვახსოვს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილისადმი, „ნაციონალური მოძრაობისადმი“ და ის დაფინანსება, რომელიც მათ შორის შვედეთის მთავრობიდან მოდიოდა ჩვენ ქვეყანაში სხვადასხვა მედიებთან, თუ სამოქალაქო სექტორთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, შვედეთის სახელმწიფოს შეუძლია გააგრძელოს დღეების თვლა, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ არ ვთვლით, რომ რაიმე კრიზისთან გვაქვს საქმე, აქტიურად ვმუშაობთ, როგორც პარლამენტი, ისე მთავრობა. რაც შეეხება ასეთი ტიპის განცხადებას, ეს ერთის მხრივ, უნდა ჩაითვალოს, როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და მეორე- იმ ძალადობრივი ჯგუფების წახალისებად, რომლებიც დღეების გამავლობაში, ქვებით, „მოლოტოვის კოქტეილებით“, პიროტექნიკის გამოყენებით ებრძოდნენ ქართულ პოლიციას, ცდილობდნენ პარლამენტის შენობა გადაეწვათ, შემოჭრილიყვნენ და ა.შ. ამიტომ, ეს დამოკიდებულება არის სრულიად უსამართლო ჩვენი ქვეყანასთან მიმართებაში, თუმცა კარგად გვესმის, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებს და იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა“, -განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ. შეგახსენებთ, საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მე-100 დღესთან დაკავშირებით, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 7 მარტს განცხადება გაავრცელა. „დღეს საქართველოში პროტესტის მე-100 დღეა, მიუხედავად ძალადობისა, დაპატიმრებებისა და ახალი საკანონმდებლო შეზღუდვების. შვედეთი აგრძელებს ყველა ქართველის უფლების მხარდაჭერას, რომ ჰქონდეთ გამოხატვისა და მშვიდობიანად შეკრების თავისუფლება. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ამ კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს და ადამიანის უფლებების პატივისცემა უზრუნველყოს”, - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)