|
2025-03-05 20:42:30, 888 ნახვა
სამართალი
რეზო კიკნაძე - მას შემდეგ, რაც დამიჭირეს, კითხვას, გადავადებამ რამე მოგცაო, კის ვუპასუხებდი
პატიმარმა რეზო კიკნაძემ სასამართლო სხდომაზე ინგმარ ბერგმანის "მეშვიდე ბეჭედი" გაიხსენა და მოსამართლესა და სასამართლო დარბაზში მყოფ სხვა ადამიანებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ბერგმანს აქვს ერთი ასეთი ფილმი, მეშვიდე ბეჭედი ჰქვია, თვითონ ფილმის სიუჟეტი, შეიძლება, მოსაწყენია, მაგრამ იქ არის ერთი ასეთი კითხვა, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს მთელს ფილმს. ფილმი არის კაცზე, რომელიც მთელი ცხოვრება ფულის გამო იბრძვის, ერთხელაც მასთან ეშმაკი მივა და შესთავაზებს ჭადრაკი ვითამაშოთო, თუ მომიგებ 5 წლის მერე მოგაკითხავ, თუ მე მოგიგებ, ახლა წაგიყვან.. 5 წლის შემდეგ დაბრუნდება ეშმაკი და ეკითხება, გადავადებამ რამე მოგცაო? დაფიქრდება ეს მამაკაცი და მიხვდება, რომ მართლა არაფერი მიუცია, არაფერი მომხდარა ამ 5 წელში ისეთი, რისთვისაც ღირდა ცხოვრება, რაზეც იტყოდა, რომ მადლობა ეს 5 წელი მომეციო, რის გამოც მას გაიხსენებდნენ სხვები. მეც გარეთ ყოფნის დროს ხშირად მიფიქრია ამაზე, შარშან ვიქნებოდი, იმის წინ, თუ ახლა, აზრი ჰქონდა რაიმეს? და უარყოფითი იყო პასუხი 6 დეკემბრამდე. 6 დეკემბრამდე ანუ ჩემი დაჭერის დღემდე. მას შემდეგ, რაც დამიჭირეს, კითხვას, გადავადებამ რამე მოგცაო, კის ვუპასუხებდი…" შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დეკემბერში პროევროპული აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით არის ბრალდებული. აღნიშნული მუხლი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)