|
2025-03-05 14:21:11, 2142 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი - ომი რუსეთმა დაიწყო და მშვიდობის დამყარებას პუტინის რეჟიმის მზაობა სჭირდება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ომი [უკრაინაში] რუსეთმა დაიწყო და მშვიდობის დამყარებას პუტინის რეჟიმის მზაობა სჭირდება - მისი მხრიდან არანაირი ინდიკაცია არ გვაქვს, რომ ამ ომის შეჩერებას აპირებს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო დასრულებასთან დაკავშირებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა. სამადაშვილის თქმით, „მშვიდობის დამყარება რუსეთზე ეფექტიან ზეწოლას მოითხოვს“. „ნამდვილად, ყველას გვსურს, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და მშვიდობის დამყარებას, უპირველესად, პუტინის რეჟიმის მზაობა სჭირდება, რომ ეს ომი შეწყდეს. ამიტომ, რა ნაბიჯებიც არ უნდა გადაიდგას მესამე მხრიდან, მშვიდობის მსურველებისგან თუ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ფაქტია, რომ პუტინის რეჟიმისგან არანაირი ინდიკაცია არ გვაქვს, რომ ის ამ ომის შეჩერებას აპირებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველას უნდა გვესმოდეს, საბოლოოდ, მშვიდობის დამყარება რუსეთზე ეფექტიან ზეწოლას მოითხოვს. უნდა დაველოდოთ რუსეთს რა რეაქცია ექნება ამ მცდელობაზე, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ჯერჯერობით, ამ საკითხზე რუსეთის პოზიციაში ძვრებს ვერ ვხედავთ“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა. გარდა ამისა, სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა „ჰერითიჯის“ ფონდის კვლევასაც და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხისთვის მათ შორის, მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების „გაყინული პროცესი, ვიდრე რომელიმე ორგანიზაციის მიერ დაწერილი რაიმე ტიპის ანგარიში“. „ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი შეფასება თუ სად არის ჩვენ ქვეყანა, ის რეალობაა, რაც საქართველოშია შექმნილი. რეალობა ისაა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში მკვეთრად შემცირებულია საგარეო პირდაპირი ინვესტიციები. ვერავინ ხედავს პერსპექტივებს ქვეყანაში, რომელიც იმ საფრთხის წინაშეა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები დაკარგოს. საქართველო ის ქვეყანაა, რომელთანაც ევროკავშირმა თანამშრომლობის ყველანაირი ფორმატი გააუქმა, შეაჩერა გაწევრიანების პროცესი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა უვიზო რეჟიმის შენარჩუნების პერსპექტივა. ეს სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს მკვეთრი უკუსვლა აქვს კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ეს არის ის შეფასებები, რაც ქართველ ხალხს აწუხებს. ქართველ ხალხს სჭირდება სამუშაო ადგილების შექმნა, რასაც პირდაპირი ინვესტიციები სჭირდება უცხოეთიდან. ქართველ ხალხს სჭირდება პენსიისა და ხელფასის გაზრდა. ვხედავთ, რომ ამ თვალსაზრისითაც არანაირი პროგრესი არ გვაქვს. რაც მთავარია, ქართველ ხალხს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება სჭირდება. ეს პროცესიც აბსოლუტურად გაყინულია ამ ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ორგანიზაციის მიერ დაწერილი რაიმე ტიპის ანგარიში. რელევანტური ისაა, რაც ჩვენი რეალობაა“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)