2025-03-03 19:23:27, 410 ნახვა
პოლიტიკა
ვენეციის კომისია ქართული ოცნების კანონებთან დაკავშირებით კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს
![]() ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ვენეციის კომისია "ქართული ოცნების" კანონებთან დაკავშირებით კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს. კომისია წერს, რომ ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული კანონები უამრავ ბუნდოვანებას შეიცავს, რაც მმართველ პარტიას დისკრეციის საშუალებას აძლევს. "საკანონმდებლო ჩარჩოში სიცხადის ნაკლებობა ზრდის ბოროტად გამოყენების რისკს" - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ კანონები დაჩქარებული წესით, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე იქნა მიღებული, რაც მათივე განმარტებით, "ფუნდამენტურად ხარვეზიანია". ვენეციის კომისია ადმინისტრაციული ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებითაც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ დრაკონულ კანონებს გამყინავი ეფექტი აქვთ მათზე, ვისაც შეკრება-მანიფესტაციაში მონაწილეობა სურს, შესაბამისად კომისია განმარტავს, რომ კანონები მშვიდობიანი შეკრების უფლებას არაპროპორციულად ზღუდავს. დღეს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 13 დეკემბერსა და 2025 წლის 6 თებერვალს, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ. საკანონმდებლო პროცესის ანალიზის მიხედვით შედგენილ დასკვნაში ხაზგასმულია, რომ კანონპროექტები განხილულია დაჩქარებული წესით, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე. ეს ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას. ცვლილებები შეიცავს უამრავ ბუნდოვან ასპექტს, რომელიც ხელისუფლებას ანიჭებს დისკრეციის ფართოდ გამოყენების საშუალებას. ეს ძირს უთხრის საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობას და არღვევს სამართლებრივ უსაფრთხოებას ადამიანთა უფლებების გამოყენებისას. საკანონმდებლო ჩარჩოში გამჭვირვალობის ნაკლებობა კანონების ბოროტად გამოყენების რისკს ზრდის. მეტიც, სხვადასხვა შემაკავებელი ზომების შემოღება დაუსაბუთებელია. პატიმრობის ვადების, ჯარიმების გაზრდა, გადაჭარბებულია. ამიტომ კომისია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გადახედოს ცვლილებებს", - წერია განცხადებაში. კომისიის შეფასებით, შეკრებებზე სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით არის დაცული, შესაბამისად, მათივე თქმით, მშვიდობიან შეკრებაზე არ უნდა აიკრძალოს ნიღბის ტარება.მწვავე დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ფართოდ ფორმულირებულია, რაც ადამიანებს გაურკვევლობის განცდას უტოვებს. ვენეციის კომისია "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, ყოველივე ზემოთ თქმული არგუმენტებიდან გამომდინარე, არსებულ კანონმდებლობას გადახედოს.
დონალდ ტრამპი - ბუშის დროს, რუსეთმა წაიღო საქართველო, ობამას დროს წაიღო წყალქვეშა ხომალდების დიდი ბაზა
ტრამპი - სამშაბათ საღამოს უკრაინის მინერალების შესახებ შეთანხმებაზე განახლებას შემოგთავაზებთ
ხულოში დაიწვა მეჩეთი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა
მიშა ანდღულაძე - კარგად ვარ, ჰააგის პოლიციამ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ოსკარი 2025 - ტრიუმფატორი „Anora“ და ედრიენ ბროუდი, როგორც საუკეთესო მსახიობი
![]() რუსეთის სპეცსამსახურები, ოცნების მთავრობის დამხმარე რგოლად
ომი უკრაინაში![]() ტრამპი - სამშაბათ საღამოს უკრაინის მინერალების შესახებ შეთანხმებაზე განახლებას შემოგთავაზებთ
ნატოს გენერალური მდივანი - იარაღი იქნება უფრო მეტი
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
|