11:08 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-02 10:45:35, 579 ნახვა

მსოფლიო
ლონდონში დღეს უკრაინის საკითხზე საერთაშორისო ლიდერების სამიტი გაიმართება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ლონდონში დღეს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მოწვევით, უკრაინის საკითხზე საერთაშორისო ლიდერების სამიტი გაიმართება, - ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამიტს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის გარდა დაესწრებიან : იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, კანადის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთის და რუმინეთის ლიდერები.

შეხვედრას ასევე დაესწრებიან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.

“პრემიერ-მინისტრი მკაფიოდ აცხადებს, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები არ შეიძლება, რაც მან გაიმეორა, როდესაც თბილად მიესალმა პრეზიდენტ ზელენსკის დაუნინგ სთრითზე შაბათს საღამოს, სამიტის წინ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სამიტზე განიხილება: უკრაინის პოზიციების გაძლიერება, მათ შორის მუდმივი სამხედრო მხარდაჭერა და გაზრდილი ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე; მტკიცე ხანგრძლივი შეთანხმების საჭიროება, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინაში მუდმივ მშვიდობას და უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ შეძლოს შეაკავოს და თავი დაიცვას რუსეთის მომავალი თავდასხმისგან; შემდგომი ნაბიჯები უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების დაგეგმვისთვის.

„პრემიერ-მინისტრმა ამ შაბათ-კვირას კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გამონახოს წინსვლის გზა, რომელიც დაასრულებს რუსეთის უკანონო ომს და უკრაინას უზრუნველყოფს ხანგრძლივი მშვიდობით, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics