04:21 - 01 Mar, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 23:49:16, 357 ნახვა

მსოფლიო
მსოფლიო ლიდერები უკრაინის მხარდასაჭერ განცხადებებს ავრცელებენ

 „რუსეთი აგრესორია, უკრაინა მსხვერპლია,“ - მაკრონი ტრამპისა და ზელენსკის კამათს ეხმაურება, რომელმაც მთელი მაოფლიო შოკში ჩააგდო….ამ დრომდე სხვადასხვა ქვეყანა ეხმაურეობა ტრამპის და ზელენსკის შოკისმომგვრელ შეხვედრას.

“ძვირფასო ზელენსკი, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენ მარტო არ ხართ” - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი.

გერმანია ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ერთიანად დგას უკრაინის გვერდით – და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. უკრაინა შეიძლება დაეყრდნოს გერმანიის, ევროპის და სხვა პარტნიორების ურყევ მხარდაჭერას. მათი ბრძოლა დემოკრატიის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ჩვენი ბრძოლაც არის" - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი

" უკრაინა, თქვენ არასდროს იქნებით მარტო" - ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა

"ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას მათ სამართლიან ბრძოლაში, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის" - ნორვეგიის პრემიერი, იონას გარ სტიორე.

"ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რომელიც იბრძვის არა მხოლოდ მისი თავისუფლებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის." - შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი

"როგორც ყოველთვის ისტორიაში, საბერძნეთი დემოკრატიის გვერდით დგას." - ოფიციალური ათენის განცხადება.

"ესპანეთი უკრაინის გვერდით დგას!" - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი

"თქვენი ღირსება პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს. იყავით ძლიერი, იყავით მამაცი, იყავით უშიშარი. თქვენ არასოდეს ხართ მარტო, ძვირფასო პრეზიდენტო" - ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი

“ძვირფასო ვოლოდიმირ, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით როგორც კარგ, ისე რთულ დროს. ჩვენ არასდროს უნდა ავურიოთ აგრესორი და მსხვერპლი ამ საშინელ ომში” - გერმანიის მომავალი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი.

 "არავის უნდა მშვიდობა უკრაინის მოქალაქეებზე მეტად! სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა ვიპოვოთ გზა ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობისკენ. უკრაინას შეუძლია დაეყრდნოს გერმანიას - და ევროპას." - გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი.

უკრაინა რუსული აგრესიის მსხვერპლია. ის იბრძვის მრავალი მეგობრისა და პარტნიორის დახმარებით. ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. დიპლომატია ზოგჯერ შეუძლებელის ხელოვნებაა რთულ ვითარებაში.

ლატვია დგას უკრაინის გვერდით " - ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რანკევიჩი.

 "ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ, როგორც არასდროს. დროა ევროპამ გააძლიეროს თავისი ძალისხმევა" - ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი.

 "ნიდერლანდები აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. სწორედ ახლა. ჩვენ გვსურს ხანგრძლივი მშვიდობა და რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიული ომის დასრულება. უკრაინისთვის, მისი ყველა მაცხოვრებლისთვის და ევროპისთვის." - ნიდერლანდების პრემიერი, დიკ შუფი.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინიატრო:  “ ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. რუსეთი არის აგრესორი და ჩვენ ვიზიარებთ უკრაინის მცდელობას  ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისკენ”.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსოფლიო საბოლოოდ ხედავს სიმართლეს ტრამპისა და ვენსის შესახებ - The Atlantic
ტრამპმა პირადად მოითხოვა ზელენსკის წასვლა, - CNN
მაკრონი - არსებობს აგრესორი – რუსეთი. არსებობს მსხვერპლი – უკრაინა
კალასი - ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა მათ გააგრძელონ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics