|
2025-02-28 18:24:01, 843 ნახვა
ეკონომიკა
რა უნდა იცოდე საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის შესახებ? - მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია ვებინარზე
სკოლის მოსწავლეებში STEM მეცნიერებების პოპულარიზაციისა და განათლების შესაძლებლობების შექმნისათვის, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს. STEM სკოლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა 4 მარტს, 17:00 საათზე ZOOM სივრცეში გაიმართება. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე, შემდეგ კი, შეხვედრამდე 15 წუთით ადრე რეგისტრაციის დროს გამოყენებულ მეილზე ZOOM-ის ოთახის მოწვევას მიიღებენ. შეხვედრას პროექტის მენეჯერი, გიორგი ლომიძე გაუძღვება, რომელიც დამსწრეებს STEM სკოლის, სასწავლო პროცესის, სტიპენდიის მოპოვების შესახებ მოუყვება და აუდიტორიისთვის საინტერესო ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს. ინფორმაციისთვის, STEM სკოლა - საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით VII-XI კლასის მოსწავლეებისთვის ხორციელდება. სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და ხელს უწყობს მომავლის პროფესიების შესწავლას, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას. ამასთან, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს ავლენს და მათ სწავლას უფინანსებს. ინიციატივის ფარგლებში, ფინანსურმა ინსტიტუტმა 200-ზე მეტი სტიპენდიატი გამოავლინა. STEM სკოლის მეხუთე ნაკადზე მიღება მიმდინარეობს და 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე. წელს საქართველოს ბანკი სწავლას 90 მოსწავლეს დაუფინანსებს - მათგან 60 უმაღლესი ქულის მქონე ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს მიიღებს. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)