|
2025-02-27 17:02:24, 657 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ტურიზმის სამიტზე გალტ & თაგარტის გუნდის წევრებმა სექტორული მიმოხილვები წარადგინეს
21-22 თებერვალს ბათუმში საქართველოს ტურიზმის სამიტი, ტურისტერი გაიმართა. ღონისძიება ტურიზმის მედეგობის საკითხებს დაეთმო და თავი მოუყარა ათობით სპიკერს როგორც საქართველოდან, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საინვესტიციო ბანკის, გალტ & თაგარტის გუნდის წევრებმა, რომლებმაც ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში დასაქმებულ პირებს, მათ შორის მაღალი რგოლის მენეჯერებსა და ბიზნესის მფლობელებს, გაუზიარეს მნიშვნელოვანი მიგნებები ტურიზმის სექტორის 2024 წლის დინამიკასა და 2025 წლის მოლოდინებზე. ტურისტერზე 2024-2025 წლების ტურიზმის მიმოხილვა კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, თათია მამრიკიშვილმა წარადგინა,ხოლო გალტ & თაგარტის ასოცირებულმა მკლევარმა, ზურაბ თავყელიშვილმა ბათუმის სტუმარმასპინძლობისა და უძრავი ქონების ინდუსტრია მიმოიხილა. ტურისტერი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ტურიზმის გლობალური ტრენდებისა და ადგილობრივი პროცესების გააზრებას ემსახურება. იგი აერთიანებს პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებსა და გამოსვლებს ტურიზმის სხვადასხვა ასპექტის შესახებ. საქართველოს ტურიზმის სამიტში მონაწილეობა მიიღეს გლობალური პლატფორმების Booking.com-ის, AirDNA-ს და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ამასთან, ღონისძიებაზე საქართველოს შიდა ტურიზმის ტრენდები და Ads მენეჯერის შესაძლებლობები მიმოიხილა საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების Owner-მა, თორნიკე სამადაშვილმა. ინფორმაციისთვის, გალტ & თაგარტის კვლევის „ტურიზმის 2024 წლის დინამიკა და 2025 წლის მოლოდინები“ სრული ვერსია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე galtandtaggart.ge
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)