|
2025-02-26 16:37:14, 650 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე - სამი წლის თავზე ვხედავთ, რომ უკრაინა უფსკრულის პირასაა
სამი წლის თავზე ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა უკრაინა უფსკრულის პირასაა - დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას შეინარჩუნებს არა თუ ყირიმს და დონბასის იმ ტერიტორიებს, რომელიც 2022 წლამდე მის შემდგენლობაში იყო, არამედ იმ დიდ ტერიტორიას, რომელსაც დღეს რუსეთი აკონტროლებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა. სამხარაძის თქმით, „ყველა შედეგი რომ გვერდზე გადავდოთ, ეს უკვე არის ძალიან მძიმე ტრაგედია და დიდი კატასტროფა უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის". „რაც შეეხება საქართველოს, მარტივი პრინციპით ვიხელმძღვანელეთ - ეს იყო საქართველოს ინტერესების პირველ რიგში დაყენება. გვესმის, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, თუმცა მის ინტერესებს საქართველოზე წინ ვერ დავაყენებდით. ამ ომში თითქმის მთელი მსოფლიო არის ჩართული - ზოგი უშუალოდ აგრესორია, ზოგი უკრაინას იარაღს და ფინანსებს აწვდის, ზოგს სხვადასხვა სახის დიპლომატიური განცხადებები აქვს. ეს არ იყო ლოკალური ომი და მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირება. რეალურად, ეს საკმაოდ მძიმე გლობალურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს ხელისუფლების ამოცანა იყო, რომ ჩვენი ქვეყანა გადაგვერჩინა. ეს იყო ერთადერთი ამოცანა. მართალია, ეს ომი არ დამთავრებულა, თუმცა სულ უფრო ნაკლები რისკი რჩება იმის, რომ საქართველოს ამ ომის სიმძიმე პირდაპირ შეეხოს. რა თქმა უნდა, ჯერ უნდა მოვითმინოთ, სანამ ცეცხლი საბოლოოდ არ შეწყდება და არ მოხდება სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, მანამდე ძალიან ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის მონაპოვარი, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში გვაქვს, არის მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა, ეს უნდა შევინარჩუნოთ ბოლომდე, სანამ დიდი დაპირისპირება არ დასრულდება“, - განაცხადა მედიასთან ნიკოლოზ სამხარაძემ.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)