2025-02-25 19:41:51, 251 ნახვა
ეკონომიკა
2024 წელს FMCG ბაზარი წლიურად 6.8%-ით გაიზარდა
![]() 2024 წელს FMCG ბაზარი წლიურად 6.8%-ით გაიზარდა და 22.7 მლრდ ლარს მიაღწია. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრენდული ქსელები სხვა ფორმატებზე მაღალი ტემპით გაიზარდა წლიურად 14.9%-ით 9.2 მლრდ ლარამდე, ხოლო სხვა ფორმატები 1.9%-ით 13.5 მლრდ ლარამდე. შედეგად, ბრენდული ქსელების წილი 2023 წელს დაფიქსირებული 37.6%-დან 40.4%-მდე გაიზარდა 2024 წელს. ბრენდული ქსელების შემოსავლის ზრდა ძირითადად გეოგრაფიული ექსპანსიით იყო გამოწვეული. 2024 წელს, ბრენდული მაღაზიების ქსელს 500-მდე ახალი მაღაზია დაემატა, აქედან დაახლოებით 350 რეგიონში, დანარჩენი თბილისში. შედეგად მაღაზიების რაოდენობა თბილისსა და რეგიონებში გათანაბრდა. რეგიონებში ბრენდული ქსელების შემოსავლები წლიურად 23.6%-ით გაიზარდა, ხოლო თბილისში 9.3%-ით, რის გამოც თბილისის წილი ჯამურ შემოსავლებში 57.8%-მდე შემცირდა 2024 წელს (58.9% იყო 2023 წელს). ჩვენი მოლოდინით, რეგიონში გაფართოების მაღალი ტემპი მომავალშიც გაგრძელდება. 2024 წლის შეფასებით, გაფართოებისთვის ყველაზე მიმზიდველი საქართველოს რეგიონებია აჭარა და ქვემო ქართლი, ხოლო თბილისის უბნებიდან საბურთალო, გლდანი და სამგორი. FMCG ბაზრის ახალი ლიდერია დეილი ჯგუფი ბრენდული ქსელების შემოსავლის 27.5%-იანი, ხოლო მთლიანი ბაზრის 11.0%-იანი წილით. 2024 წელს, ერთი ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანდნენ შპს ფუდმარტი (ბრენდებით სპარი, იოლი და კალათა), შპს დეილი, შპს გვირილა რითეილი (გვირილა) და შპს რითეილ ჯგუფი (მაგნიტი). შედეგად, დეილი ჰოლდინგი ფლობს 1,600-ზე მეტ მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. 2024 წლის გაყიდვებში, დეილი ჯგუფი ქსელური ბაზრის 27.5%-ს იკავებს. მეორე ადგილზეა ორი ნაბიჯი, 17.0%-იანი წილით, ხოლო მესამეზე ნიკორა 16.4%-იანი წილით. ჯამში ტოპ-5 კომპანია ორგანიზებული ბაზრის 74.9%-ს იკავებს, ხოლო დანარჩენი 25.1% მოდის შედარებით მცირე ზომის 40-მდე კომპანიის მაღაზიებზე. თბილისსა და რეგიონებში წილობრივი გადანაწილება განსხვავებულია. FMCG ბაზარი წლიურად საშუალოდ 8.0%-ით გაიზრდება 2025-28 წლებში, ჩვენი პროგნოზით. FMCG ბაზრის ზრდის წარმმართველი ფაქტორი იქნება მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდა. ამასთან, ბრენდული ქსელები სხვა ფორმატებზე მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს გეოგრაფიული ექსპანსიის, გაყიდვების ფორმატების და ასორტიმენტის დივერსიფიკაციის და სხვა სტრატეგიული განვითარების ხარჯზე. ამასთან, ბრენდული ქსელების შემოსავლების მოსალოდნელი წლიური 15.0%-იანი ზრდა 2025-28 წლებში (+23.3%-იანი ზრდა 2021-24 წლებში), საბაზრო წილის მიმდინარე 40.4%-დან 52.0%-მდე ზრდას გამოიწვევს 2028 წელს, ჩვენი შეფასებით.
|
რედაქტორის რჩევით
![]() თოვლში ჩაკეტილი საქართველო: ხელისუფლება და ოპოზიცია მხოლოდ ბრალდებებს ცვლიან, ხალხი დახმარებას ითხოვს
![]() ოცნების ე.წ მთავრობა აპირებს მიიღოს კანონი რითაც მედიის მუშაობა შეუძლებელი გახდება
ომი უკრაინაში![]() რადამ მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომლითაც უკრაინელი ხალხი და უმაღლესი რადა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მანდატს ეჭვქვეშ არ აყენებს
![]() რუსებმა კიევი დაბომბეს - არიან დაღუპულები
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
![]() თოვლში ჩაკეტილი საქართველო: ხელისუფლება და ოპოზიცია მხოლოდ ბრალდებებს ცვლიან, ხალხი დახმარებას ითხოვს
მთავარი თემა
|