|
2025-02-25 17:05:42, 500 ნახვა
პოლიტიკა
სტივენ დაუთი - ჩვენ განვაგრძობთ საქართველოში ვითარებაზე მონიტორინგს
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში საქართველოს შესახებ იმსჯელეს, სადაც კითხვებს ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სტივენ დაუთი პასუხობდა. მინისტრს თემთა პალატაში დაუსვეს კითხვა, „გასულ თვეს ევროპის საბჭოში შევხვდი საქართველოს ოპოზიციის რამდენიმე წევრს. მათ მაჩვენეს გრაფიკული მტკიცებულებები იმ სასტიკი ფიზიკური შეურაცხყოფისა, რომელიც ქართული რეჟიმის ხელით ხორციელდებოდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე, არჩევნების დროს და მას შემდეგ. ბიძინა ივანიშვილი, პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი და საქართველოს დე ფაქტო მმართველი, განაგრძობს მშვიდობიანი პროცესის ჩახშობას და იყენებს იდენტურ მეთოდს, რომელიც გამოიყენება რუსეთში. ძალადობა და დაშინება ამახინჯებს პოლიტიკურ პროცესს. შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრის დიდი ნაწილი დაფუძნებულია გაერთიანებულ სამეფოში ან ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე. ხომ არ აიღებს მინისტრი ვალდებულებას, რომ გაერთიანებული სამეფო შეუერთდება ჩვენს მოკავშირეებს და გაყინავს ასეთი საზიზღარი ტირანის აქტივებს?“ სტივენ დაუთის განცხადებით, ძალიან შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობის მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, რაც სრულიად მიუღებელია. „ამის საპასუხოდ ჩვენ შევაჩერეთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის პროგრამები და შევზღუდეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და ასევე შევზღუდეთ თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“. ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები და სანქციები ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მისამართით და ჩვენ ვაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად თავისუფალი და ღია სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდაჭერას საქართველოში“, – განაცხადა სტივენ დაუთმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ევროპის საბჭოში საქართველოს საკითხზე ყველა ერთად დადგეს. „შემიძლია მადლობა გადავუხადო PACE-ს დელეგაციის თანამშრომლებს იმ მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელსაც ისინი ასრულებენ, მათ შორის საქართველოს საკითხზე. უაღრესად მნიშვნელოვანია, ერთად დავდგეთ ევროპელ კოლეგებთან ერთად ევროპის საბჭოში ამ საკითხებზე. აშშ-სთან კოორდინაციით გაერთიანებულმა სამეფომ, როგორც უკვე ვთქვი, სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეს, ასევე პოლიციის სამ მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმებზე საქართველოში. მაშინ როდესაც ჩვენ განვაგრძობთ საქართველოში სიტუაციის განვითარების ყურადღებით მონიტორინგს, ჩვენ არ ვაკეთებთ სამომავლო სანქციების შესაძლო დაწესებაზე კომენტარს, რადგან ამის გაკეთება შეამცირებდა მათ ზემოქმედებას“, – განაცხადა სტივენ დაუთმა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)