05:06 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 12:35:00, 575 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია

"გურია, ბათუმი, ქობულეთი… ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია, ყველა საშუალებები რაც გააჩნია სახელმწიფოს გადართულია რეპრესიაზე და მოქალაქეები კი რჩებიან იმ სიფრთხილის ანაბარად, რომლისკენ გვიწოდებს 112 ს გზავნილი!!!!" -  წერს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, ინტენსიურმა თოვამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ინფორმაციით, სოფლები მოწყვეტილია გარე სამყაროს და მოსახლეობას დახმარება სჭირდება. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს. ბათუმში უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დროებით აჩერებს. ასევე, ნალექმა ხეები დააზიანა, რომლებიც ავტომობილებს დაეცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics