14:14 - 26 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 03:18:17, 563 ნახვა

საზოგადოება
ადგილები გურიაში სადაც ხალხი დახმარებას ითხოვს, ე.წ ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს

გურიაში სხვადასხვა ლოკაციაზე ხალხი შველას ითხოვს. სოფლებში მარტოხელა მოხუცები არიან დარჩენილები თოლს კი სახლები აქვთ დაფარული. ამ ფონზე ხელისუფლება უმოქმედოა.

ეს არის გუგლი მაპზე შედგენილი დეტალური რუკა, იმ სოფლებისა სადაც გადაუდებელი დახმარებაა საჭირო. "ექსპრესნიუსმა" შეკრიბა მოქალაქეთა შეტყობინებები. 

შრომის თემი / ვაკე

სახლის გადათოვლისას დაშავდა მამუკა ქვილორია. სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება.

შრომის თემი / ვაკე

ვენერა სარქისიანი სახლში მარტოა. ვერ უკავშირდება შვილი. მეზობლის მიერ მიწოდებული უკანასკნელი ინფორმაციით, საკვამურიდან ამოდიოდა კვამლი, ანუ სითბო აქვს.

შრომის თემი / ორმეთი

Mari Kavtaradze ბებიას ბოლოს ესაუბრა 20:00-ზე. იმ დროისთვის ინგრეოდა სახლი. ბებია და ბაბუა თავს აფარებდნენ საქათმეს. ახლა ვეღარ უკავშირდება.

შრომის თემი / ორმეთი

ირმა ხომერიკი წერს, რომ ოტია ხომერიკს სჭირდება ევაკუაცია. გათიშულია მობილური. სახლი თოვლის სიმძიმის გამო დანგრევის პირასაა.

 სოფ. შრომა

მიშო მჟავანაძე ემიგრაციიდან ვერ უკავშირდება ბიძას და ბაბუას, რომელიც 94 წლისაა და სუსტი ჯანმრთელობა აქვს.

 სოფ. ზომლეთი

Maia Dzeria-Sikharulidze წერს, რომ თბილისიდან ჩასულ ოჯახს სჭირდება საკვები და სიცხის დამწევი მედიკამენტები.

 სოფ. ჯუმათი

ანა ჩხარტიშვილი ემიგრაციდან წერს, რომ ვერ უკავშირდება ბებოს და ბაბუს. მე-5 დღეა სოფელში გადაუღებლად თოვს. მეზობელმა ინახულა რამდენიმე დღის წინ. ახლა ვერც მეზობელს უკავშირდება.

 სოფ. კონჭათი

ნატა მაჩუტაძე წერს, რომ ვერ უკავშირდება სოფელს. მისი მტკიცებით, სოფელს არ აქვს საკვები. არც წყალი, მაგრამ თოვლს დაადნობენო.

 სოფ. ჩოჩხათი

დახმარება სჭირდება ნათია ზენაიშვილის ძმას, რომელიც მეზობელთან ათევს ღამეს. თოვლის გამო ვეღარ ბრუნდება სახლში, რომელიც ნათია თქმით, შესაძლოა, უკვე დანგრეულია.

 სოფ. ბაილეთი

Natia Darchia წერს, რომ სოფელში ბევრი ასაკოვანია, რომლებსაც ახალგაზრდები სახურავების გადათოვლაში ეხმარებიან, მაგრამ ყველას დახმარებას ვერ ასწრებენ. სოფელში გამოლეულია საკვები.

იზი ჟღენტი

სოფელ ღრმაღელეში,ლანჩხუთის რაიონის. ოჯახებს უკიდურესად ესაჭიროებათ სახლების დათოვლვა,რადგანაც თოვლის საფარი ძალიან მძიმეა,სახლები კი ძველი ნაშენები და გადახურული. ყველაზე დიდი საფრთხე ამ ეტაპზე ესააა

აბაშიძე დიანა

სოფელ შრომაში ჩვენც ვერ ვუკავშირდებით მეუღლის ბებიას და ბაბუას,მარტო არიან სახლში.

Nata Machutadze

სოფ. კონჭკათი, 112ს ველაპარაკებით დღეს მთელი დღეა რომ ვინმემ რამე ქნას. წყალიც არ აქვთ, ალბათ თოვლს დაადნობენ მაგრამ სხვა რას იზამენ არ ვიცით, შუქი არაა და ვეღარ ვუკავშირდებით, ტელეფონები გამორთულია. პროდუქტებს ვერც ვერავინ მიაწვდის რადგან ეზოშიც კი ვერ გამოდიოდნენ იმხელა თოვლია, მანდ ტრაქტორი თუ ავა რომ რამენაირად გამოყვანა შეძლონ ადამიანების, ვერც ფეხით ავა ვინმე და ვერც მანქანით, თვითოჯ ვერ ახერხებდნენ სახლიდან გამოსვლას ისეთი სიტუაციაა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციის საბჭომ რუსეთსა და ბელარუსს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დადებული ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა
ანა დოლიძე - ნიდერლანდების სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტს მიმართავს და ირაკლი რუხაძის მიმართ სანქციების გამოყენებას ითხოვს
შალვა პაპუაშვილი - გურიაში ბევრ სოფელთან უკვე აღდგა კავშირი - ოპოზიცია და NGO-ები ცდილობენ პანიკა დათესონ
იმერეთში ჩაკეტილია მაღალმთიანი ზონის 149 სოფელი, სადაც თოვლის საფარი ორ მეტრამდეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics