2025-02-21 21:10:16, 348 ნახვა
სამართალი
თბილისში 20 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
მკვლელობა თბილისში. ორთაჭალაში 20 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციის მომხდარზე 3 პირია დაკავებული, ერთს კი პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე ეძებს.
ახალგაზრდა კაცის ცხედარი ერთ-ერთი დაკავებულის სახლში გუშინ ამავე ბრალდებულის დედამ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. მამაკაცს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,