02:20 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 12:31:56, 563 ნახვა

სამართალი
ნიკა კაციას სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოთხოვნით, 7 მარტამდე გადაიდო

საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულზე დაკავებულ ჟურნალისტის, ნიკა კაციას სასამართლო პროცესი 7 მარტს 11:00 საათზე ჩატარდება.   დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ მის მიერ დანიშნული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რასთან დაკავშირებითაც პოზიციის დასაფიქსირებლად პროკურორმა დრო მოითხოვა. მომავალ სხდომაზე მოსამართლემ აღნიშნული მტკიცებულების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელოს.

ნიკა კაციას ადვოკატის განცხადებით, ალტერნატიული ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩატარდა, დაქტილოსკოპიური და ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მიღებული იქნა დასკვნა, რომლის თანახმადაც ნიკა კაციას არ დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი და არც ნარკოტიკის შეფუთვაზე აღმოჩნდა თითის კვალი.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთა თავად ნიკა კაციამაც და ღირსების შემლახველ გარემოებებზე ისაუბრა, რა პირობებშიც მას საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები პროცესის დაწყებამდე ამყოფებენ.

"საბადრაგო სამსახური სარდაფში დაჯდომის საშუალებას არ მაძლევს, ფურცლები მოვითხოვე და არ მომცეს, გარდა ამისა, დღესაც მაკეთებინეს ბუქნები, ეს ყველა შემთხვევაში უნდა ვთქვა." - განაცხადა კაციამ.

ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. ნიკა კაცია პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო. ის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას ნარკოტიკი "ჩაუდეს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics