|
2025-02-20 12:55:59, 406 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ სააკაშვილი არის ნამდვილი ხატება, მისაბაძი მთელი მსოფლიოსთვის
2011-2012 წლებში დონალდ ტრამპი ამბობდა საქართველოსა და ჩემზე, რომ სააკაშვილი არის ნამდვილი ხატება, მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი და მსოფლიოში ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციასთან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ამას ამბობდა ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი, რომელიც არ იცვლის ხოლმე შეხედულებებს. „გავიხსენოთ დონალდ ტრამპი რას ამბობდა ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოსა და ჩემზე 2011-2012 წლებში. ის ამბობდა, რომ სააკაშვილი არის ნამდვილი ხატება, მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი, სააკაშვილი არის მსოფლიოში ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციასთან და საქართველო არის ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი. დონალდ ტრამპი ხუმრობდა – კარგია, რომ სააკაშვილს არ შეუძლია კენჭისყრა ამერიკაში პრეზიდენტად, თორემ მე კონკურენცია შემექმნებოდაო. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ამას ამბობდა ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი, რომელიც არ იცვლის ხოლმე შეხედულებებს. ამას ამბობდნენ ესენი და ერთი ნაწილი ცდილობს, სწორედ იმისთვის ჩემს დასჯას, რაზეც მაქებდა ტრამპი, ხოლო მეორე ნაწილი ცდილობს, ამის მიჩუმათებას. არც ერთი გამოგივათ და არც მეორე. თქვენ შეგიძლიათ, ფიზიკურად გააგრძელოთ ჩემი განადგურება, მაგრამ ვერ შეძლებთ ჩემი სულის გატეხვას, ვიბრძოლებ ამ რეჟიმის ბოლომდე, ვიბრძოლებ გამარჯვებამდე, საქართველოს გათავისუფლებამდე. დღეს დგას საქართველოს გათავისუფლების საკითხი, საქართველოს სჭირდება ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა. ის უკვე შექმნილია, ძალიან საამაყო ახალგაზრდებს ძალიან მაგარი იდეები აქვთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)