10:21 - 14 Mar, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 15:16:43, 298 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - კარგია, რომ მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა - ვინც მას მეგობრობას ეფიცებოდა, სინამდვილეში მის იარაღად გამოყენებას ცდილობდა

კარგია, რომ მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა - ვინც მას მეგობრობას ეფიცებოდა, სინამდვილეში მის იარაღად გამოყენებას ცდილობდა, არა მხოლოდ ქართველები, არამედ ზოგიერთი უცხოელიც,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიერ შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილი ამაღლობელთან დაკავშირებით ელჩებს, მათ შორის ევროკავშრის ელჩს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ნაცვლად იმისა, რომ ელჩს ამაღლობელისთვის მიემართა, შიმშილობა შეეწყვიტა, ვნახეთ წაქეზება, რომ „ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება გაეგრძელებინა“.

„უპირველესად, მისასალმებელია, რომ შიმშილობა შეწყვიტა. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ის, რა სხვა დროსაც ვნახეთ, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დროს, რომ ამას სხვები იარაღად იყენებენ. გაოგნებული ვარ, ევროკავშირის ელჩის განცხადებებით ამ დღეების განმავლობაში, გუშინაც ჰქონდა განცხადება, რაც იყო პირდაპირ წაქეზება, რომ ადამიანს თავისი თავის დაზიანება გაეგრძელებინა. როდესაც ამას აკეთებს ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, ეს აჩვენებს მის პირად აცდენას ყოველგვარ არა თუ ევროპულ, არამედ ადამიანურ ღირებულებებზე. ნაცვლად იმისა, რომ მზია ამაღლობელისთვის მიემართა, შიმშილობა შეეწყვიტა, ვნახეთ წაქეზება, რომ ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება გაეგრძელებინა. ეს აღმაშფოთებელია და სააკაშვილის დროსაც ასე იყო - ვერცერთი ელჩი ვერ გამოვიყვანეთ და ვერ ვათქმევინეთ, რომ შეეწყვიტა ადამიანს საკუთარი თავის დაზიანება. აქ ჩანს, რომ ზოგიერთებისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია. თუ გახსოვთ, ქალბატონ სალომეს წამოსცდა კიდეც, რომ მზია ამაღლობელი კარგი იარაღია მის ხელში და როგორც ჩანს, ზოგიერთი უცხოელის ხელშიც ის იარაღი იყო. კარგია, რომ შეწყვიტა შიმშილობა. როგორც სააკაშვილის შიმშილობის დროს ვამბობდით, ახლაც მინდა ვთქვა, რომ უპირველეს ყოვლისა პენიტენციური დაწესებულება, ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც იმყოფებოდა და ზოგადად, სახელმწიფო არის პირველი გულშემატკივარი პირადად მისი, მისი ჯანმრთელობის და კარგია, რომ შიმშილობა შეწყვიტა. ამავე დროს, ალბათ მასაც ექნება საშუალება, რომ გაანალიზოს, რომ ხალხი, რომელიც მას მეგობრობას ეფიცებოდა, სინამდვილეში მის იარაღად გამოყენებას ცდილობდნენ, არა მხოლოდ ქართველები, არამედ ზოგიერთი უცხოელიც. ეს აჩვენებს, რომ არანაირი კეთილი განზრახვები არ აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანებს, იმ უცხოელებს, რომელთა მხრიდან უხვად იყო განცხადებები, რაც იყო წაქეზება, რომ ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობა კიდევ უფრო მეტად დაეზიანებინა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
American Airlines-ის თვითმფრინავში ხანძარი გაჩნდა, მგზავრები ევაკუირებული არიან
რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - დაშავებულებს შორის არინ ბავშვები
30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა - პუტინის პოზიცია ტრამპს რთულ მდგომარეობაში აყენებს - WSJ
CBS - ტრამპის ადმინისტრაცია ამკაცრებს სანქციებს რუსულ ნავთობზე, გაზსა და საბანკო სექტორებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics