22:12 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 13:17:32, 642 ნახვა

საზოგადოება
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ირიგაციის თანამედროვე მეთოდების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კამპანიის ფარგლებში წყალმომხმარებლები მიიღებენ ინფორმაციას წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების შესახებ.

მათივე ცნობით, პირველი შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ჩატარდა, სადაც შპს „საქართველოს მელიორაცია“ წვეთური ირიგაციის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს საპილოტე პროექტს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ბაკურციხის სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია და სარწყავი ქსელის მოწყობა, რომლის დასრულების შემდეგ წყალმომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ 580 ჰექტარი სავარგულების მოსარწყავად წვეთური ირიგაციის მეთოდი გამოიყენონ.

 აღნიშნული მეთოდის უპირატესობების  შესახებ  დღევანდელ შეხვედრაზე შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომაადგენლებმა პრეზენტაცია წარადგინეს.  ირიგაციის ეს მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ორჯერ ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას.

შეხვედრას, რომელიც პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი და საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ირინე ფხოველიშვილი.

ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები წყალმომხმარებლებთან  მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება. 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics