21:52 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 12:20:12, 565 ნახვა

საზოგადოება
თავისუფლების მოედანზე უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თავიუსფლების მოედანზე „ერთიანმა ნაციონალურიმა მოძრაობამ“ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიიდან უკრაინის შეირაღებული ძალების ოფიცრის, ნადეჟდა სავჩენკოს გატაცება გააპროტესტა.

პარლამენტის ფრაქციები და საპარლამენტო ჯგუფები სავჩენკოს გათავისუფლებას ითხოვენ. დეპუტატები მფრინავს მხარდაჭერას უცხადებენ, საერთაშორისო საზოგადოებას მეტი აქტიურობისკენ და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.

"მთელ მსოფლიოში დღეს, გაიმართება მხარდამჭერი აქციები. საქართველოს პარლამენტის ფრაქციები და საპარლამენტო ჯგუფები მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ასევე საერთაშორისო თანამეგობრებს და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ რუსეთზე ზეწოლა განახორციელონ, რათა მათ უკანონო ტყვეობაში მყოფი ნადეჟდა სავჩენკო გაათავისუფლონ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა.

აღნიშნულის შესახებ პარტიამ და საპარლამენტო ფრაქციებმა დეკლარაციაც შეიმუშავეს.

"ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვას აქვს გაცილებით მეტი ძალა, ვიდრე იარაღით მუქარას. მისმა სიტყვებმა, ვიცოცხლებ მანამდე სანამ კრემლის კედლები იარსებებს ერთის მხრივ შეძრა თავისუფლების ყოველი მოყვარე ადამიანი, მეორეს მხრივ კი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა ვიბრძოლოთ მისი ძვირფასი სიცოცხლის გადასარჩენად", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსული გამოძიების მტკიცებით, 2014 წლის ივნისში ლუგანსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს სავჩენკომ რუსი ჟურნალისტების ადგილსამყოფელის შესახებ კოორდინატები უკრაინელ სამხედროებს გადასცა, რასაც მათი საარტილერიო შეტევა მოჰყვა. იერიშის შედეგად ორი რუსი კორესპონდენტი დაიღუპა. მას ასევე ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics