06:14 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 12:48:32, 538 ნახვა

მსოფლიო
CNN - საუდის არაბეთი აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულებას გეგმავს

საუდის არაბეთი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების უბრალოდ მასპინძლობაზე მეტს გააკეთებს და მხარეებს შორის შუამავლის როლს შეასრულებს, - ამის შესახებ CNN-ს საუდის არაბეთის ხელისუფლების ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

ამასთან, CNN-ს რამდენიმე წყარომ დაუდასტურა, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მოლაპარაკებები სამშაბათს დაიწყება.

მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი მიემგზავრებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics