21:43 - 13 Mar, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-15 00:14:40, 456 ნახვა

სამართალი
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ბადრაგი გარდაცვლილ პატიმარზე ძალადობდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, გარდაცვლილი პატიმრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული მორიგი ცილისმწამებლური ინფორმაცია" არის. 

პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ციხის ბადრაგი დავით გუჯეჯიანზე ძალადობდა. განცხადებაში ასევე უარყოფილია, რომ პატიმარი კლინიკა ვივა მედში ნაცემ მდგომარეობაში მიიყვანეს. 

განცხადების თანახმად, პატიმარი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვივა მედში გადაიყვანეს, თუმცა მან გამოკვლევებსა და მკურნალობაზე უარი თქვა და სამკურნალო დაწესებულებაში დაბრუნება ითხოვა, სადაც სასჯელს იხდიდა. პენიტენციური სამსახური წერს, რომ მოგვიანებით გუჯეჯიანს მდგომარეობა კვლავ გაუუარესდა, რის გამოც ის კვლავ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც სამედიცინო დახმარების მიუხედავად მეორე დღეს გარდაიცვალა. 

პენიტენციურის წერს, რომ პატიმარი სასჯელს N18 სამკურნალო დაწესებულებაში იხდიდა, მოთავსებული იყო ვიზუალური მეთვალყურეობით აღჭურვილ საკანში და შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა. 

გარდა ამისა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანახმად, მზად არიან, "ცილისწამების პასუხად", გარდაცვლილის ოჯახის წევრების თანხმობის შემთხვევაში, "ყველა არსებული დოკუმენტაცია და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით" აღბეჭდილი კადრები გაასაჯაროვონ. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, რომელიც მსჯავრდებულ დ.გ.-ს გარდაცვალებას უკავშირდება.

 გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ დ.გ.-ს მიმართ ბადრაგის მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამიტომ, გარდაცვალების მიზეზად აღნიშნულის დასახელება არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.

მსჯავრდებული დ.გ. პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა 2023 წელს. იგი სასჯელს იხდიდა N18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მოთავსებული იყო ვიზუალური მეთვალყურეობით აღჭურვილ საკანში და უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დ.გ. გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა “ვივამედში”, სადაც ყველანაირი გამოკვლევისა და მკურნალობის ჩატარებაზე განაცხადა უარი და მისივე მოთხოვნით დაბრუნებულ იქნა N18 სამკურნალო დაწესებულებაში. მსჯავრდებული დ.გ. მდგომარეობის გაუარესების გამო, გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ბრიგადის მეშვეობით, განმეორებით გადაყვანილ იქნა კლინიკა “ვივამედში”. გატარებული სამედიცინო ღონისძიებების მიუხედავად, დ.გ. კლინიკაში გადაყვანიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

გავრცელებული დეზინფორმაცია, რომ მსჯავრდებული დ.გ. კლინიკაში თითქოს ნაცემ მდგომარეობაში მიიყვანეს, არის პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს მძიმე და ტრაგიკული შემთხვევის გამოყენებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ცილისწამების პასუხად, პენიტენციური სამსახური მზაობას გამოთქვამს, გარდაცვლილის ოჯახის წევრის თანხმობის შემთხვევაში, გაასაჯაროვოს ყველა არსებული დოკუმენტაცია და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით დაფიქსირებული კადრები, რაც გამორიცხავს დ.გ.-ს მიმართ ჩადენილ რაიმე სახის ძალადობას.

საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ დარჩება დეზინფორმაციის გამავრცელებელთა მხილებისა და შესაბამისი რეაგირების გარეშე.

გარდაცვლილი პატიმარის შესახებ განცხადება ასევე ომბუდსმენის აპარატმა გაავრცელა.

მანამდე, ტვ პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 52 წლის ეტლით მოსარგებლე პატიმრის, დავით გუჯეჯიანის ოჯახი გლდანის პენიტენციური დაწესებულების ბადრაგებს გუჯეჯიანის სიკვდილამდე ცემაში ადანაშაულებს.

გარდაცვლილი პატიმრის მეუღლის მტკიცებით, დავით გუჯეჯიანი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში სასტიკი წამების და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო.

გარდაცვლილი პატიმრის დედის თქმით, გუჯეჯიანი ვივა მედის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.

მომხდარის შესახებ ტაბულა დაუკავშირდა ომბუდსმენის აპარატს, სადაც განაცხადეს, რომ სახალხო დამცველის აპარატი პატიმრის გარდაცვალებამდეც სწავლობდა მის საქმეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სირიის მმართველმა ხელი მოაწერა გარდამავალ კონსტიტუციას - ქვეყანა 5 წლით ისლამისტური დაჯგუფების მმართველობის ქვეშ იქნება
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინმა ძალიან პერსპექტიული განცხადება გააკეთა, მაგრამ არ იყო სრული
სასამართლოში რუსეთის მოქალაქეების, ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის შემდეგი სასამართლო პროცესი პირველ აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics