20:27 - 13 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 16:42:10, 296 ნახვა

საზოგადოება
2025 წლის იანვარში საქართველოში $481 მილიონის ნახატები შემოვიდა

2025 წლის იანვარში საქართველოში უპრეცედენტო ღირებულების 481 მილიონი დოლარის (1.35 მილიარდი ლარის) ღირებულების ნახატები შემოვიდა - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის ოპერატიული სტატისტიკის ვებგვერდიდან ხდება ცნობილი.

ანგარიშის თანახმად, იმპორტი განხორციელდა სამი ამანათის მეშვეობით, რომელთაგან ორი აშშ-დან, ერთი კი დიდი ბრიტანეთიდან გამოიგზავნა. ნახატების და მათი გადასატანი ყუთების წონა 6.6 ტონას შეადგენდა.

სასაქონლო კოდები იმპორტის ქვეყანა წონა კგ ღირებულება ოპერაციის განხორციელების თარიღი
97012100000 აშშ 4,699 კგ. $167,600,406 2025-01
97012100000 დიდი ბრიტანეთი 1,432 კგ. $252,703,924 2025-01
97019900000 აშშ 526 კგ. $60,354,000 2025-01
97019900000 და 97012100000 ჯამი 6,657 კგ. $480,658,330 2025-01

დღესვე ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის იანვარში საქართველოში იმპორტი 45%-ით, 1.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, აღნიშნული ზრდის მთავარი მიზეზი ქვეყანაში ხელოვნების ნიმუშების შემოტანა იყო. აღნიშნულის გარეშე იმპორტი მხოლოდ 1.1 მილიარდი დოლარი იქნებოდა, წლიური ზრდა კი 1.8%.

ხელოვნების ნიმუშების იმპორტის რეკორდული მაჩვენებლის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა, რომელიც წერს, რომ აღნიშნული ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელდა.

საქონლის განბაჟება 2025 წლის იანვარში განხორციელდა. უცნობია, მასზე გადაიხადეს თუ არა საიმპორტო გადასახდელი, რომელიც მთლიანობაში ამ ღირებულების აქტივისთვის 242 მილიონი ლარი იქნებოდა.

შეხსენებისთვის, 2024 წელს "ქართული ოცნების" პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც აქტივები, რომლებიც არის ოფშორული კომპანიების საკუთრებაში, საქართველოში გადმოტანის გადასახადებისგან თავისუფალია.

ციტატა კანონიდან:

"შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის 2028 წლის 1 იანვრამდე გადაცემის შემთხვევაში:

ა) ამ უცხოური საწარმოს და მისი პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში მიღებული შემოსავალი/სარგებელი, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისთვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად მიიჩნევა, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან;

ბ) აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან. ამ ქვეპუნქტის გამოყენების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

გ) საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით 2030 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან,"- წერია ე.წ. ოფშორების კანონში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედიკოსები - აუცილებელია, ყველა ექიმი 15 თებერვალს ევროპის მოედანზე გამოვიდეს
სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
უზენაეს სასამართლოსთან მოქალაქეები არიან შეკრებილები უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქეების სოლიდარობის ნიშნად
მამუკა ხაზარაძე - ევროპარლამენტმა დღეს ხელისუფლების სრული დელეგიტიმაციის რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics